ჩაბარების ვადა:

23 სექტემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32095 - ფასთა გამოკითხვა რ/ბ იატაკის ფილის მოწყობაზე

  • გამომცხადებელი: RMG Copper
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 23 სექტემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხის აღწერილობა:

სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას რ/ბ იატაკის ფილის მოწყობაზე, მოხვეწილი ზედაპირით.

  • მომსახურების შინაარსი: რ/ბ იატაკის ფილის მოწყობა, მოხვეწილი ზედაპირით
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 23.09.2026 18:00 საათი
  • კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით.
  • შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • ტენდერში მონაწილეებმა უნდა შეავსონ ეთეჩმენტით გადმოგზავნილი Excell-ის ცხრილი

წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნულიპროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში №1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ელ-ფოსტა: kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტელ: +995 511 21 00 35

ტენდერის კატეგორია:

  • 45262310 რკინა-ბეტონის სამუშაოები
შეკითხვები