ჩაბარების ვადა:

1 ოქტომბერი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32113 - ტენდერი იგოეთი ჰესის ამომრთველებისა და გამთიშველების განახლებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 1 ოქტომბერი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს იგოეთი ჰესის ამომრთველებისა და გამთიშველების განახლებასთან დაკავშირებით. #17/09-GIEC-Hydro/VCB-P-26

ტექნიკური ინფორმაცია:

ტიპები:

  • ПЭ-3 (გამოიყენება ამომრთველის ВМК-25 ტიპისთვის) გარე გამოყენების
  • С-35М-630-10 გარე გამოყენების
  • С-35М-630-10 გარე გამოყენების
  • ВМ-35 გარე გამოყენების
  • 35Э-1000/16 გარე გამოყენების 

ამ ზეთიანი ამომრთველების ჩანაცვლება უნდა მოხდეს თანამედროვე VCB-ვაკუუმური ამომრთველებით.

პრეტენდენტი ვალდებულია მოახდინოს არსებული მოწყობილობის დემონტაჟი და შემოთავაზებული მოწყობილობის მონტაჟი.

მიწოდების/სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი

თანდართული დოკუმენტაცია:

  • დანართი #1 - იგოეთი ჰესის ცალხაზოვანი სქემა
  • დანართი #2 - მოწყობილობის ინსპექტირების აქტი
  • დანართი #3 - მოწყობილობების ჩამონათვალი და ტექნიკური მახასიათებლები

წინადადების წარდგენის წესი:

  • ტენდერის წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 1 ოქტომბერი 17:00 სთ 2026 წელი
  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით დალუქულ კონვერტში. დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, ნომერი #17/09-GIEC-Hydro/VCB-P-26
  • კომერციული წინადადება წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • შემოთავაზებული მოწყობილობების ტექნიკური სპეციფიკაციები(Data Sheet, Test report და ა.შ)
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • სამუშაოს შემსრულებლების გამოცდილების/კვალიფიკაციის მონაცემები და დამადასტურებელი საბუთი;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლება მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • წინადადების ჩაბარებების მისამართი: ქ.თბილისი, პეკინის 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;  

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

ნიკა კიღურაძე
551 91 05 73

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

ავთანდილ მანჯავიძე
595 71 12 72

ტენდერის კატეგორია:

  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 45317300 ელექტროგამანაწილებელი აპარატურის მონტაჟი
შეკითხვები