ჩაბარების ვადა:

22 სექტემბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32131 - ტენდერი დაზიანებული სენდვიჩ-პანელების სახურავისა და კედლების შეკეთებაზე

  • გამომცხადებელი: პანექსი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 19 სექტემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 22 სექტემბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "პანექსი“ აცხადებს ტენდერს დაზიანებული სენდვიჩ პანელების სახურავისა და კედლების შეკეთების სამუშაოების შესყიდვის მიზნით. 

ობიექტის მისამართი: ქ. რუსთავი ე.წ. "სტამბულის ბაზრობის" მ/ტ ეკლესიის უკან.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის www.tenders.ge-ს საშუალებით 2026 წლის 22 სექტემბრის, 15:00 სთ-მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული დანართი N 1.
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ბოლო 1 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია.
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი ტექნიკური დავალება დანართი N 2
  • სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ.

შენიშვნა: 

  • სამუშაოების შესრულებისას ქვეკონტრაქტორი არ გაანიხილება.
  • დამკვეთის მიერ ტენდერში განიხილება შემდგომი ვაჭრობა არ განიხილება. შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წინადადება მისი საბოლოო ღირებულებით.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 22 სექტემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი 
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან:

მალხაზი ჩხარტიშვილი 
ტელ: 599 85 55 03 
chkhartishvilim@panex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45261000 სახურავის კარკასისა და საფარის მონტაჟი და მასთან დაკავშირებული სამუშაოები
შეკითხვები