30 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32178 - ბაზრის კვლევა კერამიკული თეფშების დამზადებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 24 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას SOLO Club-ისთვის საჩუქრად განკუთვნილი კერამიკული თეფშების დამზადებაზე. ბაზრის კვლევის მიზანია ალტერნატიული ტექნიკური გადაწყვეტების, ფასებისა და მიწოდების ვადების შესწავლა.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
ბაზრის კვლევა ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ბაზრის კვლევის ფარგლებში წარმოდგენილი წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში.
ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ბაზრის კვლევა ან ტენდერი. წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებით.
პრეტენდენტის მიერ ბაზრის კვლევაში ან შემდგომ ბაზრის კვლევაში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას. ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ გარემოსდაცვით სტანდარტებს. პარტნიორი ვალდებულია დაიცვას გარემოს დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა, უზრუნველყოს ნარჩენების მართვა და სრულად დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები
აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება; გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში.
ბაზრის კვლევის მოთხოვნები:
1. პროდუქციის აღწერილობა და პარამეტრები:
- რაოდენობა: საორიენტაციოდ 7 000 (შვიდი ათასი) ცალი. მოთხოვნილი რაოდენობა არის საორიენტაციო და ბანკი არ იღებს პასუხისმგებლობას მის სრულად შესყიდვაზე.
- მასალა და ფერი: კერამიკა; ფერი - არა მკვეთრი თეთრი, არამედ სპილოსძვლისფერი (ivory), რათა მაქსიმალურად მოუხდეს პრინტს.
- დიამეტრი: სასურველია დაახლოებით 22 სმ (მიმწოდებელს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი რეკომენდაციაც).
- თეფშის ფორმა (ყალიბი): განიხილება როგორც სტანდარტული ბრტყელი ფორმა, ისე არასტანდარტული დიზაინი (მაგ. ღრმა ცენტრითა და განიერი, ტექსტურირებული გვერდებით). მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინადადება ორივე ალტერნატივაზე.
- უკანა მხარე და საკიდი: თეფშს უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს კედელზე დასაკიდი კონსტრუქცია. განიხილება ორი ვერსია (სასურველია ორივეს შემოთავაზება)
- ვარიანტი ა: თიხისგან ჩამოსხმული ყური, რომელშიც გადის თოკი.
- ვარიანტი ბ: უკანა მხარეს დასაწებებელი მეტალის ან პლასტმასის საკიდი. - ბრენდირება და პრინტი:
- წინა მხარე: ძირითადი ნახატი განთავსდება თეფშის ცენტრში, შესაძლებელია დეტალების გადასვლა გვერდებზეც. ბეჭდვა უნდა განხორციელდეს პრინტი-გამოწვის ტექნოლოგიით (ხელით მოხატვა არ არის სავალდებულო).
- უკანა მხარე: უნდა დავიტანოთ ლოგო. - შეფუთვა: მიმწოდებელმა ფასების ცხრილში ცალ-ცალკე უნდა ასახოს:
- ვარიანტი 1: სტანდარტული უსაფრთხო შეფუთვა (Bubble wrap).
- ვარიანტი 2: სპეციალური სასაჩუქრე შეფუთვა.
2. მიწოდების პირობები და ვადები:
- მიწოდების ვადა: დამზადება და მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2026 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
- მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. N9 (ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მომწოდებელი).
- ფიზიკური ნიმუში: პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში, ბანკის მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში.
- გამოცდილება: ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საქმიანობის/მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.
წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომერციული წინადადება (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ბანკის მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით;
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ბაზრის კვლევის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
დამატებითი ინფორმაცია:
წინადადება ატვირთული უნდა იყოს სრულად. მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს ყველა მოთხოვნილ ტექნიკური პარამეტრზე ინფორმაცია, ატვირთული უნდა იყოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ბანკს უფლება აქვს არასრულად ატვირთული წინადადების ტენდერიდან დისკვალიფილაციის.
ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ბაზრის კვლევა და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
ბანკი იტოვებს უფლებას, ბაზრის კვლევის დასრულებისა და პრეტენდენტების მიერ ფიზიკური ნიმუშების წარდგენის შემდეგ, მოახდინოს წარმოდგენილი ნიმუშების შეფასება და შეარჩიოს სასურველი ვარიანტი. შერჩეულ ნივთზე საუკეთესო კომერციული პირობის მისაღებად, ყველაზე მოწონებული ნიმუშების მქონე კომპანიებს შორის გაიმართება დახურული აუქციონი, რის შედეგადაც ბანკი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
პრეტენდენტის მიერ ბაზრის კვლევაში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
- სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
თამარ თხელიძე
ტელ: 591 220 520
Tatkhelidze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება
- 39221220 თეფშები