ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32194 - ფასთა გამოკითხვა არაუმეტეს 11,700 მ² ფართობის თანამედროვე სათბურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე

  • გამომცხადებელი: იმერული დაფნა
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

იმერული დაფნა აცხადებს ფასთა გამოკითხვას არაუმეტეს 11,700 მ² ფართობის თანამედროვე სათბურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე.

შესყიდვის დასახელება: არაუმეტეს 11,700 მ² ფართობის თანამედროვე სათბურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება.

1.ზოგადი ინფორმაცია:

აგროკომპანია აცხადებს ბაზრის კვლევას (ფასთა გამოკითხვას) იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში, არაუმეტეს 11,700 მ² ფართობის თანამედროვე ტიპის სათბურის მოწყობის ტექნიკური დოკუმენტაციისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადების მომსახურებაზე. 

მნიშვნელოვანი მოთხოვნა:

მომზადებული ტექნიკური დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა სრულად უნდა შეესაბამებოდეს სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მოქმედი პროგრამებისა და კომერციული ბანკების („შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა) მიერ დაწესებულ საპროექტო-ტექნიკურ სტანდარტებსა და მოთხოვნებს. 

2. შესყიდვის ობიექტის მონაცემები:

საპროექტო ფართობი: არაუმეტეს 11,700 მ²
ადგილმდებარეობა: იმერეთის რეგიონი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვარციხე

3. მომსახურების მოცულობა (ტექნიკური დავალება):

საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

3.1. სათბურის ტექნიკურ-საპროექტო და კონსტრუქციულ გადაწყვეტას:

სათბურის ტიპის, კონსტრუქციული მდგრადობისა და მასალების განსაზღვრას (რეგიონის ქარის, თოვლისა და კლიმატური დატვირთვების გათვალისწინებით);
ძირითადი საინჟინრო და ტექნოლოგიური სისტემების აღწერას.

3.2. საინჟინრო-ტექნოლოგიური სისტემების განსაზღვრას:

  • სარწყავი და ფერტიგაციის სისტემებს (წყლის რეზერვუარების გათვალისწინებით);
  • კლიმატ-კონტროლის, გათბობისა და ვენტილაციის ავტომატიზებულ/ტექნოლოგიურ სისტემებს;
  • ობიექტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურულ მიერთებებს (ელ. ენერგია, წყალი, გაზი/საწვავი) და მათ ტექნიკურ პარამეტრებს.

3.3. ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებს:

  • ენერგოეფექტური და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების (მაგ.: ავტომატიზებული კლიმატ-კონტროლი, ენერგორესურსების ოპტიმიზაცია, ჭკვიანი სარწყავი/ფერტიგაციის სისტემები) ინტეგრირებას საპროექტო გადაწყვეტილებებში.
  • ძირითადი მასალებისა და აღჭურვილობის სრულ ტექნიკურ სპეციფიკაციას;
  • სამშენებლო-სამონტაჟო, საინჟინრო და ტექნოლოგიური სამუშაოების გაშლილ ხარჯთაღრიცხვას — რაოდენობების, ერთეულის ფასებისა და ჯამური ღირებულებების მითითებით;
  • ხარჯთაღრიცხვის მორგებას RDA-ს მიერ დადგენილ დასაფინანსებელ ხარჯთა კატეგორიებთან.

მოთხოვნები მიმწოდებლის გამოცდილების მიმართ

  • სავალდებულო: RDA-ს თანადაფინანსების ან/და „შეღავათიანი აგროკრედიტის“ (ბანკების) ფარგლებში სათბურების ტექნიკური პროექტების მომზადების გამოცდილება;
  • სავალდებულო: პრეტენდენტის/მისი გუნდის გამოცდილება სათბურების პროექტების უშუალო განხორციელებაში (მშენებლობა, საინჟინრო-ტექნოლოგიური სისტემების მონტაჟი ან/და საზედამხედველო/მართვით საქმიანობაში მონაწილეობა);
  • უპირატესობა: მიენიჭება პრეტენდენტს, რომლის მიერ მომზადებული ტექნიკური პროექტების საფუძველზეც უკვე დაფინანსებულია და რეალიზებულია სათბურები RDA-ს ან/და კომერციული ბანკების მიერ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

წინადადებების მიღების პირობები

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 30.10.2026
  • წინადადების წარდგენის ფორმა: ელექტრონულად, ელ-ფოსტაზე: infoagroimereti@gmail.com
  • დამატებითი კითხვებისთვის: ტელეფონი: +995 598 50 04 04

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები