5 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32231 - აუქციონი თბილისში სააკაძის დაღმართ N3-ში მდებარე საქართველოს ბანკის ბექოფისში სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 140'000.00 ₾
- ფასის კლების ბიჯი: 1'400.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 1 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
აუქციონის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს აუქციონს თბილისში სააკაძის დაღმართ N3-ში მდებარე საქართველოს ბანკის ბექოფისში სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა- იხილეთ მიმაგრებულ პროექტში.
სარემონტო სამუშაოების დასრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება კონტრაქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღე.
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 100 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
შესრულებული სამუშაოს გარანტია
- შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს სამუშაოების დასრულებიდან,
- სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
- სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები, უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს ბანკთან.
- საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე ბანკი უფლებამოსილია ღირებულებიდან დააკავოს 5% დან 10%-მდე, რომლის საბოლოო გადახდა მოხდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ.
- შემსრულებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან
- საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში პრეტენდენტმა ბანკს უნდა წარმოუდგინოს შესაბამისი თანხის საავანსო საბანკო გარანტია.
- ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია კონტრაქტის მთლიანი ღირებულიბის 5% დან 10%-მდე.
- ბანკი უფლებამოსილია გამარჯვებულ კომპანიას მოსთხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა.
ანაზღაურების პირობა:
ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაეობის შესაბამისად, შემსრულებელი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი და ბანკის მიერ დადასტურებელი ფორმა 2-ების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დამატებითი/გაუთვალისწინებელი სამუშაოს გამოკვეთის შემთხვევაში, შემსრულებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ცვლილების აქტი და შესაბამისი განფასება.
პრეტენდენტის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)
- გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
- განფასებული ხარჯთაღრიცხვა ფასების ცხრილი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 1400 ლარი
- შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 140 000 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე.
საკონტაქტო: ბექა მუმლაძე 551462203 b.mumladze@bog.ge
ტექნიკურ საკითხებზე დაუკავშირდით: დავით კვარაცხელიას - 557 957 133
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები