ჩაბარების ვადა:

15 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32271 - ფასთა გამოკითხვა სხვადასხვა სახის სამუშაო ხელსაწყოების და აქსესუარების / სხვადასხვა ტიპის სპეციალური სამუშაო ტანსაცმელის / დამცავი აღჭურვილობის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს ,,ბი თი ქეი აი რეილვეის“
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 15 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ბი თი ქეი აი რეილვეის“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სხვადასხვა სახის სამუშაო ხელსაწყოების და აქსესუარების / სხვადასხვა ტიპის სპეციალური სამუშაო ტანსაცმელის / დამცავი აღჭურვილობის შესყიდვაზე.

კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ოქტომბერი 

  • შემსყიდველი: „შპს ბი თი ქეი აი რეილვეის“ , საიდენტიფიკაციო კოდი: 402317809;
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობით კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ  საქონლის  მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით.
  • დაინტერესებულ პირს/კომპანიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთ ან რამდენიმე ლოტში ერთდროულად, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ლოტის შიგნით დანაწევრება არ ხდება (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს სრულ ლოტზე).
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისთვის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობებით

 კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ფასების ცხრილი თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №2);
  • ფასების ცხრილის ფაილში ლოტები მოცემულია ცალკეულ ცხრილებად (Sheet). დაინტერესებული პირი ავსებს იმ ცხრილ(ებ)ს/შიტ(ებ)ს, რომელ ლოტ(ებ)შიც სურს მონაწილეობის მიღება.

გადახდის პირობები:

წინასწარი გადახდის/ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საავანსო თანხის ოდენობის უზრუნველყოფის გარანტია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის (ან სადაზღვევო პოლისის) სახით, რომელის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ვადას.

კონსიგნაციის შემთხვევაში მიმწოდებელს თანხა ჩაერიცხება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

პროდუქციის მიწოდების ვადები, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღე;

რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები.

 დამატებითი პირობები:

  • ნებისმიერი დოკუმენეტი/ინფორმაცია შემსყიდველს უნდა წარედგინოს ქართულ, ინგლისურ ან/და რუსულენაზე. თუ დოკუმენტი შედგენილია ნებისმიერ სხვა ენაზე, მას უნდა ახლდეს თარგმანი ქართულ ენაზე.
  • მოწოდების ადგილი: ახალქალაქი. ადგილზე მიწოდების, ტრანსპორტირების ხარჯი გათვალისწინებული უნდა იყოს კომერციული წინადადების ფასში;
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • შემსყიდველი უფლებამოსილია არ განიხილოს კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.
  • კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
  • თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 100 000 ლარს მიმწოდებელმა უდნა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის 5%-იანი გარანტია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის (ან სადაზღვევო პოლისის) სახით,
  •  მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური მიმწოდებლის გამოვლენისათვის.
  • პოტენციური მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში №3.
  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე: mako@btki.ge | მობ: 591-19-91-91.
  • მონაწილე იღებს პასუხისმგებლობას ყველა ხარჯზე, რომელიც დაკავშირებულია წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენასთან, და შემსყიდველი არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი ამ ხარჯებზე, მიუხედავად შერჩევის შედეგებისა.
  • საუკეთესო წინადადების შერჩევის კრიტერიუმები:
  • თითოეულ ლოტზე გამოვლინდება თითო გამარჯვებული. საერთო ჯამში, ფასთა გამოკითხვაში შესაძლებელია შერჩეული იქნას რამოდენიმე სხვადასხვა კომპანია.
  • შემსყიდველს უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ ლოტზე შეარჩიოს ისეთი კომერციული წინადადება, რომელიც ზედმიწევნით არ ემთხვევა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს, მაგრამ არსებითად და ფუნქციონალურად სრულად აკმაყოფილებს მის საჭიროებებს და არ აუარესებს ფასთა გამოკითხვით დადგენილ საწყის ტექნიკურ პარამეტრებს/მოთხოვნებს.
  • შემსყიდველი უფლებამოსილია, ნებისმიერ ლოტზე / პოზიციაზე დამატებით მოსთხოვოს პოტენციურ მომწოდებელს ტექნიკური ხასიათის დამაზუსტებელი ინფორმაცია ან წარმოდგენილი კომერციული წინადადების დეტალიზაცია, იმ პირობით, რომ აღნიშნული დაზუსტება არსებითად არ შეცვლის შესყიდვის საგანს ან/და პრეტენდენტის შეთავაზებას.
  •  შემსყიდველი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები მონაწილეთა მიმართ. იმ შემთხვევაში, თუკი კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი იქნება არასათანადო ან არასანდო ინფორმაცია, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამორიცხოს ისინი შერჩევის პროცესიდან ნებისმიერ ეტაპზე. კომერციული წინადადებების განხილვის შემდეგ, შემსყიდველი აცნობებს პოტენციურ მიმწოდებლებს ხელშეკრულების გაფორმების მიზნით დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დაინტერესების შესახებ. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, არ გააკეთოს კომენტარი შუალედური თუ საბოლოო გადაწყვეტილების მოტივებზე. კომერციული წინადადებების ჩაბარების ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 3 დღისა, შემსყიდველი უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები ფასთა გამოკითხვის პირობებში.

დანართების ჩამონათვალი:

  • დანართი №1 – ტექნიკური დავალება
  • დანართი №2 – ფასების ცხრილი
  • დანართი №2 – ანტიკორუფციული პირობები

კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე: mako@btki.ge

მობ: 591-19-91-91

ტენდერის კატეგორია:

  • 38300000 საზომი ხელსაწყოები
  • 14811000 კაჟი, სალესი ქვა და სალესი ბორბალი
  • 16130000 სათესი, სარგავი ან გადასარგავი მანქანები
  • 16820000 სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარების ნაწილები
  • 18424000 ხელთათმანები
  • 18830000 დამცავი ფეხსაცმელი
  • 31224800 კაბელების გადასაბმელი კომპლექტები
  • 31521330 დასატენი პორტაბელური ელექტროლამპები
  • 31682000 ელექტრომომარაგება
  • 35113100 დამცავი აღჭურვილობა კონკრეტულ ადგილზე განლაგებისთვის
  • 39541110 თოკი
  • 42410000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები
  • 42610000 ლაზერული მართვის ჩარხები და ლითონის დასამუშავებელი ცენტრები
  • 42652000 ელექტრომექანიკური ხელსაწყოები
  • 42662000 შესადუღებელი მოწყობილობები
  • 43313000 თოვლის საწმენდი და თოვლის გასაფანტი მანქანები
  • 43812000 სახერხი დანადგარები
  • 44111530 ელექტროსაიზოლაციო მოწყობილობები
  • 44165100 შლანგები
  • 44315200 შედუღებისათვის საჭირო მასალები
  • 44423200 კიბეები
  • 44511000 ხელის ხელსაწყოები
  • 44512000 სხვადასხვა სახის ხელის ხელსაწყოები
  • 44514100 ხელსაწყოების ტარები
  • 44521110 კარის საკეტები
  • 44531300 თვითმჭრელი ხრახნები
  • 44612200 გაზის ავზები
შეკითხვები