ჩაბარების ვადა:
13 ოქტომბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32273 - ტენდერი Thales PayShield 10K HSM მოწყობილობის მხარდაჭერის (Maintenance & Support) სერვისის შესყიდვაზე დაკავშირებით 2 წლის ვადით
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 2 ოქტომბერი 2026 დრო 19:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 ოქტომბერი 2026 დრო 15:00
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს:
Thales PayShield 10K HSM მოწყობილობის მხარდაჭერის (Maintenance & Support) სერვისის შესყიდვასთან დაკავშირებით 2 წლის ვადით.
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონისსაშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენ სსაუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ჯამურიფასი;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და ე.წ. datasheetფაილები;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში დღგ-ს ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილიპირის ხელმოწერითა და ბეჭდით
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში) (დანართი 3)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller)იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოსდამატებითიი ურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში; დავალებათა აღწერილობა
- შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 3-ში.
სატენდერო მოთხოვნები
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაპრეტენდენტი არუნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობისმოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმორი ხელშეკრულების წარმატებითდასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი(ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3(სამი) წლის განმავლობაში;
- პრეტენდენტმა MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც - ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
თანდართული დოკუმენტაცია
- დანართი 1: ფასების ცხრილი
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
- დანართი 3: გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 13 ოქტომბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია
მარიამ ტაბატაძე
ტელ: +995 577 331197
tenders@gc.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 50312600 საინფორმაციო ტექნოლოგიების მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება და შეკეთება