20 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32299 - ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 7 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს კლინიკები“ - გორის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ტენდერს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე.
ტენდერი გამოცხადებულია ორ ლოტად:
LOT #1 — სარემონტო სამუშაოები
სარემონტო სამუშაოები განხორციელდება მასალის გარეშე — სამუშაოების შემსრულებელი კომპანია უზრუნველყოფს მხოლოდ სამუშაოების შესრულებას, ხოლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების შეძენას და მიწოდებას უზრუნველყოფს დამკვეთი.
LOT #2 — საინჟინრო და უსაფრთხოების სისტემები
ლოტი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- გათბობა-გაგრილების სისტემების მოწყობა;
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობა;
- ხანძარქრობის სისტემის მოწყობა;
- ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მოწყობა;
- ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები.
პრეტენდენტს შეუძლია სურვილისამებრ მიიღოს მონაწილეობა როგორც ერთ, ისე ორივე ლოტში.
სამუშაოების შესრულების გეგმა და ვადები
სატენდერო წინადადებას აუცილებლად უნდა ახლდეს დეტალური სამუშაო გეგმა და გრაფიკი, რომელშიც მკაფიოდ იქნება მითითებული:
- სამუშაოების დაწყების თარიღი;
- სამუშაოების თითოეული ეტაპის შესრულების ვადა;
- შუალედური სამუშაოების დასრულების ვადები;
- საბოლოო დასრულების თარიღი.
წარმოდგენილი გრაფიკი უნდა იყოს რეალისტური და შეესაბამებოდეს სამუშაოების მოცულობასა და ტექნიკურ სირთულეს.
კანდიდატი კომპანიების მოთხოვნები
პრეტენდენტ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება და შესაძლებლობა, უზრუნველყონ სამუშაოების ხარისხიანად და შეთანხმებულ ვადებში შესრულება.
უპირატესობად ჩაითვლება:
- შესაბამის სფეროში არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
- მსგავსი და/ან მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელების გამოცდილება;
- საინჟინრო და ტექნიკური სამუშაოების შესრულების კვალიფიციური პერსონალი;
- საჭირო ტექნიკური რესურსებისა და აღჭურვილობის არსებობა;
- განხორციელებული პროექტების/რეფერენსების წარმოდგენის შესაძლებლობა.
პროექტის ზედამხედველობა
პროექტის განხორციელება წარიმართება დამკვეთის სრული ზედამხედველობის ქვეშ.
დამკვეთი უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების კონტროლს როგორც ხარისხის, ასევე შეთანხმებული ვადების მიმართულებით.
შემსრულებელი ვალდებული იქნება:
- დაიცვას შეთანხმებული სამუშაო გრაფიკი;
- უზრუნველყოს სამუშაოების შესაბამისობა ტექნიკურ მოთხოვნებთან;
- დაიცვას მოქმედი უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები;
- დროულად აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები;
- სამუშაოები განახორციელოს დამკვეთთან შეთანხმებული ტექნიკური პირობების შესაბამისად.
შეფასების კრიტერიუმები
სატენდერო წინადადებების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
1. ფასი
წარმოდგენილი ფასი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი და შესაბამისობაში მოდიოდეს სამუშაოების მოცულობასთან, სირთულესა და ხარისხთან.
2. შესრულების ვადები
შეფასდება სამუშაოების დასრულების შემოთავაზებული ვადები, გრაფიკის დეტალურობა და რეალისტურობა.
3. გამოცდილება
გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტის გამოცდილება შესაბამის სფეროში, განხორციელებული პროექტების რაოდენობა და მასშტაბი.
4. ხარისხი და ტექნიკური გადაწყვეტა
შეფასდება შემოთავაზებული სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგია, ტექნიკური მიდგომები, ხარისხის კონტროლის სისტემა და გამოყენებული ტექნოლოგიები.
5. გარანტია და შემდგომი მომსახურება
წინადადებაში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი საგარანტიო ვადები დაპირობები, ასევე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმი.
- ყველა შესაბამის ნორმასა და სტანდარტს, რომლის დაცვასაც კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებისას.
დამკვეთის მხარდაჭერა
ტენდერს თან ახლავს შესაბამისი განფასების ფაილები, ტექნიკური დავალება, სამუშაოების მოცულობები დაშესაბამისი პროქტი, რაც პრეტენდენტ კომპანიებს გაუადვილებს სატენდერო წინადადების მომზადებასა და სამუშაოების სწორად შეფასებას.
პრეტენდენტს შესაძლებლობა ექნება, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ გაეცნოს ობიექტს და დააზუსტოს სამუშაოების მოცულობა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია
დამკვეთი: სს „საქართველოს კლინიკები“ — გორის რეფერალური ჰოსპიტალი
მისამართი: გორი, გორი ცხინვალის გზტ 14ა
რეზო
ტელ: 591050101
ტელ: 571757152
rkuchukhidze@clinics.ge
Nonmedical_procurements@vian.health
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები