14 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32317 - ტენდერი ინფორმაციული სისტემების შეღწევადობის ტესტირების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 14 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ალდაგი აცხადებს ტენდერს ინფორმაციული სისტემების შეღწევადობის ტესტირების მომსახურებაზე (ალდაგი, იმედი L, არდი)
1. მიზანი:
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს სს სადაზღვევო კომოანია ალდაგის იმედი L, არდის მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება. ინფორმაციული სისტემების შეღწევადობის ტესტირების მომსახურება (ალდაგი, იმედი L, არდი)
შერჩეულ პრეტენდენტ / ებ / თან გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.
შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს .
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს: 2026 წლის 14 ოქტომბრისა
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება - 8 ოქტომბერი 2026 წელი
- სატენდერო წინადადებების მიღება - 14 ოქტომბერი 2026 წელი
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 20ოქტომბერი
- ხელშეკრულების გაფორმება - 23 ოქტომბერი 2026 წელი
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი, იმედი L, არდი იტოვებ ს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩერო ს ტენდერი, არ გააგრძელო ს ტენდერი, შეწყვიტო ს ან/ და გამოაცხადო ს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასუ რი პასუხისმგებლობის დაკისრებას სს ა გრუფისთვის
წესები და კითხვები:
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.
- გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია.
- შემოთავაზებაში თანხა უნდა იყოს დოლარში წარმოდგენილი.
- გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.
შემოთავაზება:
შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული სპეციფიკაციების შესაბამისად.
3. კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- მომსახურების ფასი;
- გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
- შეკვეთილი პროდუქციის მოწოდების ვადა
- კომპანიის გამოცდილება
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების wარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი, იმედი L, არდი უფლებამოსილია საკვალიფიკაციო არსებულ დოკუმენტაციაში ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
- რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
- დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
4. პასუხისმგებლობა
ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან დაიდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულებაში ფიქსირებული მომსახურების ტარიფები.“
5. კონფიდენციალობა
შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს სადაზღვევო კომოანია ალდაგის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
6. დანართი
დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- დანართი 1
- ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 555 79 21 01
ma.meshvelashvili@aldagi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები