ჩაბარების ვადა:

23 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32321 - ტენდერი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსისთვის სხვადასხვა ტიპის კარის შესყიდვისა და მონტაჟის სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: შპს ნექსთ ფროფერთი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 23 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნექსთ ფროფერთი“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტიპის კარის შესყიდვისა და მონტაჟის სამუშაოების შესასრულებლად.

სამუშაოები თითოეულ ბლოკში  უნდა განხორციელდეს პარალელურ რეჟიმში. კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს თითოეული ბლოკისთვის ცალკე სამუშაო ჯგუფის  მობილიზება, რათა სამუშაოების შესრულება განხორციელდეს დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.

კომპანია “ნექსთი“ საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში თანამედროვე, უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, მათ შორის — საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels & Resorts-თან პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებს, ასევე შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-ჰოტელებს, ვილებსა და ბიზნეს-აპარტამენტებს.

დღეისათვის „ნექსთი“ ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს მსოფლიოს 65 ქვეყნიდან, რაც კომპანიის საერთაშორისო მასშტაბსა და გლობალურ გამოცდილებას უსვამს ხაზს.

სამშენებლო სამუშაოები შპს “ნექსთ ფროფერთი“-ს ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით ხორციელდება. მშენებლობაში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

აღნიშნული ტენდერი შედგება 2 ლოტისგან. კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს კომერციული წინადადება როგორც ერთ, ისე ორივე ლოტზე ერთდროულად.

ლოტი 1

  • დერეფნისა და აპარტამენტის დამაკავშირებელი კარი;
  • აპარტამენტისა და WC-ს დამაკავშირებელი კარი;
  • საძინებლის კარი

ლოტი 2

  • კიბის უჯრედის ტექნიკური კარი
  • დამხმარე ოთახის კარი

რაოდენობები და ტექნიკური სპეციფიკაციები წარმოდგენილია თანდართულ Excel-ის ფაილში.

2. სამუშაოების ობიექტი და ადგილმდებარეობა

  • სამუშაოების შესრულების ადგილია: ალ. წურწუმიას 10/12, თბილისი, საქართველო.
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს დამკვეთის მიერ გადაცემული პროექტის, ნახაზების, ტექნიკური სპეციფიკაციების, მოცულობების უწყისისა  და სხვა სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.

ტენდერში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანია უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი.
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.
  • ტენდერში მონაწილე იურიდიულ პირს 2021 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების წარდგენის დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაოები.
  • აღნიშნულ პერიოდში შესრულებული მსგავსი სამუშაოების ჯამური ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარისა.
  • მონაწილემ უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
  • მონაწილემ ასევე უნდა დაადასტუროს, რომ გააჩნია სამუშაოების პარალელურ რეჟიმში შესრულებისთვის საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსი.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • მინიმუმ 2 (ორი) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მათი საკონტაქტო ტელეფონის ნომრების, ელექტრონული ფოსტის მისამართებისა და კომპანიაში დაკავებული პოზიციების მითითებით;
  • სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • კომერციული შეთავაზება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ზოგად მოთხოვნებს, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამუშაოების შესრულების პირობებისა და საგარანტიო პერიოდის შესახებ;
  • ცეცხლმედეგობის სერტიფიკატები;
  • გადახდის პირობები, მათ შორის, ავანსის პროცენტული მაჩვენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, რომელშიც ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული კარის დამზადების/ჩამოტანისა და მონტაჟის ვადები;
  • შესრულებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი, გაწეული მომსახურების მოკლე აღწერით, საერთო ღირებულებისა და შესრულების პერიოდის მითითებით;
  • მინიმუმ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი, რომლებიც გაცემულია ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;
  • კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფასის შეთავაზება დამკვეთის მიერ განსაზღვრული ფორმატის შესაბამისად სადაც მითითებული უნდა იყოს კარის ბრენდი, მწარმოებელი ქვეყანა.

სატენდერო წინადადების ღირებულება:

  • სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს დანარიცხებს, დღგ-ს, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯებს. მასალისა და მონტაჟის ფასი ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული.
  • სატენდერო წინადადების ღირებულება ასევე უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია ადგილზე მიწოდებასთან, მონტაჟთან, დასაწყობებასთან, მოვლა-პატრონობასთან, შეფუთვასთან და მონტაჟის ადგილის დაზიანებისგან დაცვასთან. ასევეკონტრაქტორი საკუთარი ხარჯებით, ვალდებულია, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, შეიძინოს და შეინარჩუნოს ძალაში მყოფი ადეკვატური სადაზღვევო პოლისები, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მისი თანამშრომლებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის და მის მიერ შესრულებული სამუშაოებისთვის.
  • კლიენტი  უზრუნველყოფს ამწის/ამწევი კალათის მომსახურებას და კარის სართულებზე მიწოდებას.

სამუშაოების მიღება:

გადახდა განხორციელდება ეტაპობრივად, მხარეებს შორის გაფორმებული/ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. შესრულების დასამტკიცებლად კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს  ფორმა-2, მასალის სერთიფიკატები და სამუშაოს სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულად და მიწოდებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მას დაამტკიცებს დამკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

სამუშაოების სრული შესრულებისა და მიღების საფუძველზე, მხარეები აფორმებენ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს.

საგარანტიო ვადა:

შესრულებული სამუშაოების გარანტიის ვადას უზრუნველყოფს კონტრაქტორი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ 24 თვეს უნდა შეადგენდეს. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შეუძლია დამკვეთს შესთავაზოს უკეთესი საგარანტიო ვადა, რაც ჩაითვლება კონკურენტულ უპირატესობად. თუ არსებობს გარანტიის გამონაკლისები/ტექნიკური პირობები, წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

ფინანსური გარანტია:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია წინასწარი გადახდის (საავანსო თანხის) მოთხოვნის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნებისმიერი ავანსი დაცული უნდა იყოს საბანკო გარანტიით. ავანსის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იმოქმედებს წინასწარი თანხის შესაბამისი სამუშაოების მიღებამდე, რაც დადასტურდება ზემოაღნიშნული წესით დადებული მიღება-ჩაბარების აქტით;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კონტრაქტორი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო შესრულების საბანკო გარანტია ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების არანაკლებ 5%-ისა, რომელიც ძალაში იქნება პროექტის განხორციელების პერიოდში.
  • კონტრაქტორი ვალდებულია წარმოადგინოს ხარისხის უპირობო გარანტია ხელშეკრულების/შესრულებული ჯამური ღირებულების არანაკლებ 5%-ზე, მინიმუმ 12 თვის ვადით და თარიღი დაიწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან.
  • ზემოაღნიშნული გარანტიები წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან.

გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების დაცვა:

სამუშაოების შესრულებისას აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული მოთხოვნების და სახელმწიფო უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვა.

კონტრაქტორი პასუხისმგებელია ობიექტზე მის მიერ განხორციელებული ყველა საქმიანობის უსაფრთხოებაზე. კონტრაქტორი ვალდებულია, თავისი ოპერაციები განახორციელოს ობიექტზე მოქმედი უსაფრთხოების, შრომის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ყველა რეგულაციის დაცვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კლიენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს ინფორმირებული იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორის სამუშაოები წარმოადგენს მაღალ რისკებს გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების თვალსაზრისით და უნდა მიეცეს რჩევა სიტუაციის მართვის შესაბამისი ზომების შესახებ. ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სტანდარტების ნებისმიერი დარღვევა იწვევს ფინანსურ ჯარიმას დამკვეთის მხრიდან.

სატენდერო წინადადება:

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2026 წლის 23 ოქტომბრისა.
  • სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი (1 ეგზემპლარი) ასევე ელექტრონული სახით (ფლეშ დისკი).
  • სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში შემდეგ მისამართზე ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ (აქსისის ბიზნეს ცენტრი)
  • სატენდერო დოკუმენტაციის ნაბეჭდი ასლი უნდა იყოს დამოწმებული კომპანიის დირექტორის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენისას, ფასის შეთავაზება და გრაფიკები უნდა იყოს გამოყენებული Excel-ის და/ან Microsoft Project-ის ფორმატში, ხოლო ყველა სხვა დოკუმენტი - PDF ფორმატში.

კომერციული წინადადება ძალაში უნდა იყოს მისი წარდგენიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში.

  • *შპს „ნექსთ ფროფერთი“ არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების ხარჯებს. 
  • ტენდერის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა ელექტრონულ ფოსტაზე: l.vakhtangishvili@nextgroup.ge
  • შეთავაზებების მიღების დედლაინი: 23 ოქტომბრის, 18:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები