ჩაბარების ვადა:

20 ოქტომბერი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32366 - აუქციონი Dual SIM სამრეწველო მოდემების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 270.00 €
  • ფასის კლების ბიჯი: 50.00 €
  • მონაწილეობის დაწყება: 16 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 ოქტომბერი 2026 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 16 ოქტომბერი 2026 დრო: 18:00

აუქციონის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს აუქციონს Dual SIM სამრეწველო მოდემების შესყიდვის მიზნით.

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სააუქციონო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • აუქციონის მიმდინარეობის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირებთან დაკავშირებით — ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • აუქციონის დასრულების შემდეგ სააუქციონო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულებისა და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
  • აუქციონში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი — დანართი 1.
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სააუქციონო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს აუქციონი.
  • ბანკი იტოვებს უფლებას ჩაატაროს აუქციონის მეორე ეტაპი.
  • აუქციონში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები — დანართი 2.
  • სააუქციონე წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადსა და გადასახდელს.
  • წინამდებარე აუქციონის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს აუქციონი თავისი შეხედულებისამებრ.
  • პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების ავტომატურ წინაპირობას, რადგან გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან მიმართებით.
  • პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგადი საფუძვლის მითითებით.

შეფასების კრიტერიუმები

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფინანსური წინადადება 60%
  • პროდუქტის ტექნიკური მახასიათებელი 40%

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

 ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ოქტომბერი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
  • ფასის კლების ბიჯი: 50 ევრო
  • შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 270 ევრო
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ვაჭრობა დაიწყება 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
ტელ: 579 01 04 03

ტენდერის კატეგორია:

  • 32552410 მოდემები
შეკითხვები