23 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32393 - ტენდერი შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ავტოგასამართ სადგურებზე მეხდაცვითი სისტემების დამიწების კონტურების შემოწმება, ხარვეზების აღმოფხვრასა და შესაბამისი გაზომვების ჩატარებაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 20 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ავტოგასამართ სადგურებზე მეხდაცვითი სისტემების დამიწების კონტურების შემოწმება, ხარვეზების აღმოფხვრასა და შესაბამისი გაზომვების ჩატარებაზე.
კონკრეტული დავალება:
1.სამუშაოების აღწერა
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართ სადგურებზე მეხდაცვითი სისტემების დამიწების კონტურების შემოწმებისას გამოვლინდა ხარვეზები. კერძოდ, 17 ობიექტზე დამიწების წინააღმდეგობის გაზომვის შედეგად დაფიქსირდა დასაშვებ ნორმებთან შეუსაბამობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დამიწების კონტურების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და დამიწების წინააღმდეგობის მოქმედი ნორმატიული მოთხოვნების ფარგლებში უზრუნველყოფა.
2. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:
2.1. ობიექტების შესწავლა და დეფექტური აქტების მომზადება:
- თითოეული ობიექტის ადგილზე დათვალიერება და დამიწების კონტურების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება;
- არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო სამუშაოების განსაზღვრა;
- თითოეული ობიექტისთვის ცალკე დეფექტური აქტისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
ხარჯთაღრიცხვაში მითითებული უნდა იყოს:
- შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და მოცულობა;
- საჭირო მასალების დასახელება, რაოდენობა, ბრენდი და ტექნიკური მახასიათებლები;
- მასალებისა და სამუშაოების ერთეულის ფასები;
- თითოეული პოზიციისა და ობიექტის ჯამური ღირებულება.
2.2. დამიწების წინააღმდეგობის გაზომვა:
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს დამიწების წინააღმდეგობის გაზომვა ორ ეტაპად:
1. სამუშაოების დაწყებამდე — არსებული მდგომარეობისა და დამიწების წინააღმდეგობის მაჩვენებლების დასაფიქსირებლად;
2. სამუშაოების დასრულების შემდეგ — შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობისა და დამიწების წინააღმდეგობის მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. - გაზომვების შედეგები უნდა გაფორმდეს შესაბამისი აქტით (ოქმით), რომელშიც თითოეული ობიექტისთვის მითითებული იქნება გაზომილი მაჩვენებლები და მათი შესაბამისობა მოქმედ ნორმატიულ მოთხოვნებთან.
- თუ პრეტენდენტს არ გააჩნია აღნიშნული გაზომვების ჩატარებისთვის საჭირო შესაბამისი უფლებამოსილება ან აკრედიტაცია, მან საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა უზრუნველყოს გაზომვების ჩატარება სათანადოდ უფლებამოსილი ან აკრედიტებული პირის/ორგანიზაციის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
2.3. სარემონტო სამუშაოების შესრულება:
- პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს დამიწების კონტურების აღდგენისა და მოწესრიგების ყველა საჭირო სამუშაო, რათა თითოეულ ობიექტზე დამიწების წინააღმდეგობის მაჩვენებლები შეესაბამებოდეს მოქმედ ნორმატიულ მოთხოვნებს.
- სამუშაოების დასრულების შემდეგ პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და საბოლოო გაზომვების ოქმები.
3. სამუშაოების შესრულების ვადა: სამუშაოების შესრულების ვადა შეადგენს 60 კალენდარულ დღეს, ავანსის გადახდის დღიდან.
4. საკონტრაქტო ღირებულების 50% გადაიხდება წინასწარ, ავანსის სახით, ხოლო დარჩენილი 50% — სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. საგარანტიო პირობები:
შესრულებულ სამუშაოებზე უნდა გავრცელდეს არანაკლებ 12-თვიანი გარანტია, სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.
6. პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს დამიწების კონტურების მოწყობის, რეაბილიტაციის ან ანალოგიური ელექტროტექნიკური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
შესაბამისი გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ანალოგიური შესრულებული პროექტების შესახებ.
7. ფასის წარმოდგენის პირობები:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- თითოეული ობიექტის დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
- მასალებისა და სამუშაოების ერთეულის ფასები;
- საწყისი და საბოლოო გაზომვების ღირებულება;
- თითოეული ობიექტის ჯამური ღირებულება;
- 17-ვე ობიექტის მომსახურებისა და სამუშაოების საერთო ღირებულება.
შეთავაზებაში მითითებული უნდა იყოს, მოიცავს თუ არა ფასები დღგ-ს და სხვა შესაბამის გადასახადებს.
დამკვეთი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეამციროს შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა ან ობიექტების რაოდენობა.
8. ობიექტების ჩამონათვალი და მისამართები: 17 ობიექტის დასახელებები და მისამართები წარმოდგენილი იქნება სატენდერო დოკუმენტაციის დანართში №1.
9. კომუნიკაცია და სამუშაოების კოორდინაცია:
პრეტენდენტი ვალდებულია სამუშაოების შესრულების მთელი პერიოდის განმავლობაში მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ უფლებამოსილ წარმომადგენელთან — ელექტრო მიმართულების ხელმძღვანელთან.
ობიექტების დათვალიერება, გამოვლენილი ხარვეზების განხილვა, დაგეგმილი სამუშაოების შეთანხმება, შესრულების პროცესის კოორდინაცია და საბოლოო გაზომვები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით.
გადახდის პირობები: შეთანხმების საფუძველზე
ტენდერის ვადები: 5 კალენდარული დღე
ხელშეკრულების ვადები: 6 თვე
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
დიმიტრი ხარებავა
ტელ: 577285842
ტენდერის კატეგორია:
- 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
- 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები