30 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32408 - ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ვიან-ლოჯისტიკა
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 21 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ვიან ლოჯისტიკა“ აცხადებს ტენდერს ორი ობიექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.
ტენდერი გამოცხადებულია ორ ლოტად. ორივე ობიექტი უნდა აშენდეს ერთი და იმავე კონსტრუქციული ტიპის, ერთიანი ტექნიკური გადაწყვეტისა და შესაბამისი პროექტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
LOT #1 — თბილისის საარქივო ფართი
ლოტი მოიცავს თბილისში საარქივო დანიშნულების ფართის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას, თანდართული პროექტის, ტექნიკური დავალებისა და სამუშაოთა მოცულობების შესაბამისად.
LOT #2 — ქუთაისის სასაწყობე ფართი
ლოტი მოიცავს ქუთაისში სასაწყობე დანიშნულების ფართის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას, თანდართული პროექტის, ტექნიკური დავალებისა და სამუშაოთა მოცულობების შესაბამისად.
მნიშვნელოვანი პირობა: ორივე ობიექტი უნდა წარმოადგენდეს ერთი და იმავე კონსტრუქციული ნაგებობის ტიპს. შესაბამისად, დაცული უნდა იყოს კონსტრუქციული გადაწყვეტების, ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებისა და სამშენებლო პრინციპების ერთგვაროვნება, შესაბამისი ობიექტის დანიშნულებისა და პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით.
პრეტენდენტს შეუძლია სურვილისამებრ მიიღოს მონაწილეობა როგორც ერთ, ისე ორივე ლოტში.
1. სამუშაოების შესრულების გეგმა და ვადები
სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს დეტალური სამუშაო გეგმა და შესრულების გრაფიკი, რომელშიც მითითებული იქნება:
- სამუშაოების დაწყების თარიღი;
- სამუშაოების ძირითადი ეტაპები და თითოეული ეტაპის შესრულების ვადები;
- შუალედური ეტაპების დასრულების თარიღები;
- თითოეული ლოტის სამუშაოების საბოლოო დასრულების თარიღი.
წარმოდგენილი გრაფიკი უნდა იყოს რეალისტური და შეესაბამებოდეს სამუშაოების მოცულობას, ტექნიკურ სირთულესა და ობიექტების სპეციფიკას.
2. პრეტენდენტი კომპანიების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პრეტენდენტ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება და საჭირორესურსები სამუშაოების ხარისხიანად და შეთანხმებულ ვადებში შესასრულებლად.
უპირატესობად ჩაითვლება:
- სამშენებლო-სარემონტო სფეროში არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
- მსგავსი დანიშნულებისა და მასშტაბის ობიექტების მშენებლობის ან მოწყობის გამოცდილება;
- კვალიფიციური საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის არსებობა;
- საჭირო ტექნიკური რესურსებისა და აღჭურვილობის ფლობა ან ხელმისაწვდომობა;
- განხორციელებული პროექტების, დამკვეთებისა და შესაბამისი რეფერენსების წარმოდგენის შესაძლებლობა.
3. პროექტის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი
სამუშაოების შესრულება განხორციელდება დამკვეთის ზედამხედველობის ქვეშ. დამკვეთ იუფლებამოსილი იქნება აკონტროლოს სამუშაოების ხარისხი, ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შეთანხმებული ვადების დაცვა.
შემსრულებელი ვალდებული იქნება:
- დაიცვას შეთანხმებული სამუშაო გრაფიკი;
- უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დამტკიცებულ პროექტთან დატექნიკურ დავალებასთან;
- დაიცვას მოქმედი სამშენებლო, შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური ნორმები;
- დროულად აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები;
- უზრუნველყოს ორივე ობიექტზე კონსტრუქციული და ძირითადი ტექნიკური გადაწყვეტების ერთგვაროვნება;
- სამუშაოები შეასრულოს დამკვეთთან შეთანხმებული ტექნიკური პირობების შესაბამისად.
4. სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:
4.1. ფასი — წარმოდგენილი ფასის კონკურენტუნარიანობა და შესაბამისობა სამუშაოების მოცულობასა და ტექნიკურ მოთხოვნებთან.
4.2. შესრულების ვადები — სამუშაოების დასრულების შემოთავაზებული ვადები, გრაფიკის დეტალურობა და რეალისტურობა.
4.3. გამოცდილება — პრეტენდენტის გამოცდილება შესაბამის სფეროში, განხორციელებული პროექტების რაოდენობა და მასშტაბი.
4.4. ხარისხი და ტექნიკური გადაწყვეტა — სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგია, ტექნიკური მიდგომები, ხარისხის კონტროლის მექანიზმები და ორივე ობიექტზე ერთიანი კონსტრუქციული გადაწყვეტის უზრუნველყოფა.
4.5. გარანტია და შემდგომი მომსახურება — შესრულებულ სამუშაოებზე შემოთავაზებულისაგარანტიო ვადები და პირობები, აგრეთვე ხარვეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის პროცედურა.
პრეტენდენტმა წინადადებაში ასევე უნდა მიუთითოს სამუშაოების შესრულებისას დასაცავიშესაბამისი ნორმები და სტანდარტები.
5. სატენდერო დოკუმენტაცია და ობიექტების დათვალიერება
- სატენდერო დოკუმენტაციას თან დაერთვება შესაბამისი განფასების ფაილები, ტექნიკურიდავალება, სამუშაოთა მოცულობები და საპროექტო დოკუმენტაცია.
- პრეტენდენტს შესაძლებლობა ექნება, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ გაეცნოს შესაბამისობიექტს და დააზუსტოს სამუშაოების მოცულობა და შესრულების პირობები.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
Nonmedical_procurements@vian.health
ტელ: 571757152
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები