ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32413 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე

  • გამომცხადებელი: ლომისი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

  • ნომრით #-EF-GE876
  • დანიშნულება: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი სადაზღვევო პირობები:

1.  ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, რომელიც უნდა ითვალისწინებს სამი კატეგორიის სადაზღვევო პაკეტს (რაც გულისხმობს სამი განსხვავებული ღირებულების პაკეტს სხვადასხვა რანგის თანამშრომლებისთვის) და შემდეგმინიმალურ პირობებს:

  • გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება: 100%
  • ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის შედეგად: 100%
  • გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება: 100%
  • ონკოლოგია: 100%
  • ინტერვენციული კარდიოლოგია/სტენდირიბითი/კარდიოქირურგია: 100%
  • გადაუდებელი ამბულატორია: 100%
  • გეგმიური ამბულატორია პირადი ექიმის მიმართვით 90 %-დან 100%-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
  • გეგმიური ამბულატორია პირადი ექიმის  მიმართვის გარეშე: 10 %-დან 100 %-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
  • დანიშნული მედიკამენტები: 50 %-დან 100 %-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
  • საზღვარგარეთ ჩატარებული ამბულატორიული მომსახურეობა: 0 %-დან 100 %-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
  • პროფილაქტიკური შემოწმება: წელიწადში 2 ჯერ/100 %
  • ორსულობა/მშობიარობა: 100 %
  • გადაუდებელი სტომატოლოგია: ულიმიტო/100 %
  • გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურეობა პროვაიდერ კლინიკებში: 90 %-დან 100 %-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
  • სასწრაფო/სამედიცინო დახმარება: 100 %
  • პირადი ექიმის მომსახურეობა: 100 %
  • პირადი ექიმის მომსახურეობა ნატახტარში: კვირაში მინ. 2 დღე
  • პირადი მენეჯერის მომსახურეობა: 100 %
  • სამოგზაურო დაზღვევა.

2.  ოჯახის წევრების (მეუღლე და შვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებითდა დამატებითი ოჯახის წევრების (და-ძმა ოჯახებით, მშობლები) ჯანმრთელობის დაზღვევა (იმ შემთხვევაში თუდამატებით ოჯახის წევრებზე მოქმედებს განსხვავებული ლიმიტი, გთხოვთ, მოგვაწოდოთ დეტალური ჩამონათვალი). 
3.
ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების და მდგომარეობების (მათ შორის, ორსულობა დამშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის მოცდისპერიოდის გარეშე.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:

  • სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილი თბილისში და რეგიონებში.  
  • გამონაკლისების დეტალური განმარტება (დაავადებების და მათი ჯგუფების კონკრეტული ცხრილი, რომელიც არიფარება დაზღვევით, ყოველგვარი „ა.შ.“-ის გარეშე).
  • თუ სადაზღვევო კომპანიას არ ჰყავს სტომატოლოგიური პროვაიდერი კონკრეტულ რეგიონში/ქალაქში, დაზღვეულს უნდაჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს თავისუფალი არჩევანის სქემით: (გადახდა -> ანაზღაურება).
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭიროდოკუმენტების ცხრილის ჩათვლით).
  • შესაძლებელია პროდუქტის რამოდენიმე ვარიანტის განხილვა, ფასის და პროდუქტის შესაბამისობით, როგორცსაბაზისო ასევე დამატებითი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე.

დასაზღვევ პირთა ოდენობა ამჟამად შეადგენს 925 პირს (დაზღვეულთა ოჯახის წევრების ჩათვლით).

დამატებითი პირობები და კომენტარები:
კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, აუცილებელია შესრულებულ იქნას შემდეგი პირობები:

  • დაზღვევამდელი დაავადებების ანაზღაურება ყველა დაზღვეულზე, მოცდის პერიოდის გარეშე;
  • სადაზღვევო სერვისებით სარგებლობის თავისუფალი სქემა;
  • ქრონიკული დაავადების დიაგნოსტიკის, საკონტროლო კვლევების და კონსულტაციის ხარჯების ანაზღაურება;
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებების გამოკვლევების და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება;
  • ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული და თერაპიული მკურნალობა; მ.შ. ქიმიო და სხივური თერაპია;
  • შეძენილი მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება;
  • სადაზღვევო დაფინანსება ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად;
  • სადაზღვეო პაკეტის შეცვლის შესაძლებლობა;
  • შვილები მინ. 21 წლამდე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი და ფასები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებისპირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია);
  • პროვაიდერების სია;
  • დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზები, მათი არსებობის შემთხვევაში.

სატენდერო დოკუმენტები უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ საფოსტო მისამართზე: elene.gelashvili@ge.anadoluefes.com

შემოთავაზების მიღება მთავრდება: 30.10.2026 18:00

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
შეკითხვები