ჩაბარების ვადა:

6 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32424 - ტენდერი სოციალური მედიის სააგენტოს შესარჩევად

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 23 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 6 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 23 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს SOCAR-ისა და Way Mart-ის სოციალური მედიის სააგენტოს შესარჩევად.

კონკრეტული დავალება:

  • მომსახურება მოიცავს სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებას, კონტენტის შექმნასა და სოცმედია დიზაინების მომზადებას, სოციალური გვერდების მართვას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და მართვას, აუდიტორიასთან კომუნიკაციასა და ანგარიშგებას.
  • სააგენტომ უნდა წარმოადგინოს ორივე ბრენდის მომსახურების შეთავაზება, თითოეული ბრენდის მოცულობისა და ღირებულების ცალკე მითითებით.

SOCAR

კომუნიკაცია ძირითადათ მოიცავს საწვავსა და მომსახურებებს, SOCAR-ის აპლიკაციას, ლოიალობის პროგრამას და SOCAR Prime-ს, მომხმარებლებისთვის განკუთვნილ შეთავაზებებს, სოციალურ პასუხისმგებლობასა და კომპანიის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებებს.

Way Mart

კომუნიკაცია ძირითადათ მოიცავს მაღაზიების ასორტიმენტს, საკვებსა და სასმელებს, ახალ პროდუქტებს, აქციებსა და სეზონურ შეთავაზებებს, ასევე Way Mart-ის პროდუქტების, კვების შეთავაზებებისა და მაღაზიის სერვისების წარმოჩენას.

მიზნები:

  • ბრენდების ცნობადობისა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა.
  • შეთავაზებებისა და მომსახურებების მარტივად და გასაგებად კომუნიკაცია.
  • SOCAR-ის აპლიკაციისა და ლოიალობის პროგრამების მიმართ ინტერესის ზრდა; Way Mart-ის პროდუქტების წარმოჩენა და მაღაზიებში ვიზიტის წახალისება.
  • რეგულარული, ხარისხიანი და თითოეულ პლატფორმაზე მორგებული კონტენტის შექმნა.

ორივე ბრენდისთვის უნდა შენარჩუნდეს დამოუკიდებელი ვიზუალური იდენტობა. 

სტრატეგია და დაგეგმვა:

  • თითოეული ბრენდის სოციალური მედიის სტრატეგიისა და ყოველთვიური კონტენტგეგმის მომზადება.
  • საკომუნიკაციო თემების, კამპანიებისა და კრეატიული იდეების შეთავაზება.

კონტენტის შექმნა და გვერდების მართვა:

  • პოსტების ტექსტების (ქოფის), სოცმედია დიზაინების, სთორების, მოუშენ ვიდეოებისა და რილსების მომზადება.
  • კონტენტის გამოქვეყნება, რეკლამაზე გაშვება,  გვერდების მართვა და კომენტარებზე პასუხი.
  • კრიზისულ და სენსიტიურ საკითხებზე დამკვეთთან დროული კომუნიკაცია.

რეკლამა და ანგარიშგება:

  • კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია.
  • ყოველთვიური ანგარიშის მომზადება შედეგებისა და რეკომენდაციების მითითებით.

TikTok-ის სტრატეგია და ბიუჯეტი:

  • TikTok-ისთვის ცალკე სტრატეგიისა და კონტენტმიმართულების შემუშავება.
  • TikTok-ზე კონტენტის წარმოებისა და სარეკლამო აქტივობებისთვის ბიუჯეტის ცალკე წარმოდგენა.

სტრატეგიაში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

  • გადაღებები SOCAR-ის სადგურებზე, Way Mart-ის მაღაზიებში, ოფისსა და სხვა შეთანხმებულ ლოკაციებზე.
  • საქართველოს მასშტაბით ღონისძიებებზე გამგზავრება, მათ შორის თბილისს გარეთ, შაბათ-კვირას და საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო საათებში, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
  • გადაღებისთვის საჭირო ტექნიკის უზრუნველყოფა და ობიექტებზე მოქმედი უსაფრთხოების წესების დაცვა.
  • ვერტიკალური ვიდეოების დამზადება მინიმუმ Full HD ხარისხით, სუბტიტრებისა და გრაფიკული ელემენტების TikTok-ის ფორმატსა და სპეციფიკაზე მორგებით.
  • სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ბრენდზე მიმაგრებული კონტენტ კრეატორის ჩანაცვლება, რომ ბრენდის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების/აქტივობის გაშუქება არ შეფერხდეს. 

პლატფორმები და საორიენტაციო მოცულობა:
საბოლოო მოცულობა და ფორმატების განაწილება შეთანხმდება შერჩეულ კომპანიასთან

პლატფორმა SOCAR თვეში Way Mart თვეში

  • Facebook 15 პოსტი, 12 პოსტი
  • Instagram 15 პოსტი, 12 პოსტი
  • TikTok 8 ვიდეო, 8 ვიდეო
  • LinkedIn 4 პოსტი 

SOCAR-ისთვის გათვალისწინებულია Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn. Way Mart-ის ძირითადი არხებია Facebook, Instagram და TikTok; 

სააგენტოს შეთავაზებაში უნდა აისახოს:

  • მომსახურების პაკეტი და ყოველთვიური ღირებულება თითოეული ბრენდისთვის ცალ-ცალკე, ასევე ჯამური ფასი.
  • კონტენტის ფორმატებისა და რაოდენობების ჩამონათვალი; 
  • პროექტზე გამოყოფილი გუნდი და პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი; შესაბამისი გამოცდილება და პორტფოლიო.
  • თითოეული ბრენდისთვის თანამშრომლობის პროცესის აღწერა.

სამუშაო პროცესი:

  • დამკვეთი სააგენტოს აწვდის  საჭირო ინფორმაციას, სააგენტო კი ამზადებს კონტენტგეგმას და გეგმავს გადაღებებს.
  • კონტენტი ქვეყნდება მხოლოდ დამკვეთის თანხმობის შემდეგ. სააგენტომ შეთავაზებაში უნდა მიუთითოს დავალებების შესრულების ვადები და შესწორებების პირობები.
  • მომზადებული ვიდეოები, ფოტოები და სხვა შეთანხმებული მასალები ინახება დამკვეთისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
  • ანგარიშები და სარეკლამო აქტივები რჩება დამკვეთის მართვაში; თანამშრომლობის დასრულებისას შემსრულებელი აბარებს მასალებსა და წვდომებს.
  • მასალის გამოყენების უფლებები, მუსიკისა და სხვა მესამე პირის მასალის ლიცენზიები, გადაღებაში მონაწილეთა თანხმობები და კონფიდენციალურობის პირობები უნდა განისაზღვროს შეთავაზებასა და შემდგომ ხელშეკრულებაში.

ფინანსური შეთავაზება და შერჩევა:

ყველა ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ის სტატუსის მითითებით. მონაწილემ მკაფიოდ უნდა გამოყოს საბაზო პაკეტში შემავალი მომსახურება, დამატებითი სამუშაოებისა და მესამე პირების ხარჯები.

ფინანსური შეთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • თითოეული ბრენდის ყოველთვიურ მომსახურების საფასურს;
  • დამატებითი კონტენტის ერთეულის ღირებულებას სოციალური მედიის არხების მიხედვით.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სააგენტოსა და გუნდის შესახებ, შესაბამისი პორტფოლიო, მომსახურების აღწერა და ფინანსური შეთავაზება.

შერჩევის პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება:

I ეტაპი — პორტფოლიოს შეფასება: შეფასდება სააგენტოს გამოცდილება, პორტფოლიოს ხარისხი, ბრენდების სპეციფიკის ცოდნა, სამუშაო პროცესის ორგანიზებულობა და ფინანსური შეთავაზება. შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან მეორე ეტაპზე გადასვლის მიზნით.
II ეტაპი — პრაქტიკული დავალება: შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნებათ დავალების ბრიფი. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესრულებული დავალების შეფასების საფუძველზე, ბრენდების სპეციფიკის გააზრების, კონტენტის ხარისხისა და სამუშაო მიდგომის გათვალისწინებით

გადახდის პირობები: მოლაპარაკების საფუძველზე

ტენდერის ვადები: 14 კალენდარული დღე

ხელშეკრულების ვადები: 6 თვე

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 ნოემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

ანა ბაძაღუა
ტელ: 557430160

ტენდერის კატეგორია:

  • 79340000 სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები
შეკითხვები