ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32435 - ტენდერი საახალწლო ბრენდირებული ჩანთებისა და მისალოცების დამზადებაზე

  • გამომცხადებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 24 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ტენდერს საახალწლო ბრენდირებული ჩანთებისა და მისალოცების დამზადებაზე.

1. მიზანი

  • წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს ა გრუპის მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება. 
  • საახალწლო ბრენდირებული ჩანთებისა და მისალოცების დამზადებაზე
  • შერჩეულ პრეტენდენტ / ებ / თან გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.
  • შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები: ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2026 წლის 30 ოქტომბერი
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება - 23 ოქტომბერი 2026 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება - 30 ოქტომბერი 2026 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 5 ნოემბერი
  • ხელშეკრულების გაფორმება - 16 ნოემბერი 2026 წელი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი იტოვებ ს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩერო ს ტენდერი, არ გააგრძელო ს ტენდერი, შეწყვიტო ს ან/ და გამოაცხადო ს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

  • ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს ა გრუფისთვის.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.
  • გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია
  • შემოთავაზებაში თანხა უნდა იყოს ლარში წარმოდგენილი
  • გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

2. შემოთავაზება

შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული სპეციფიკაციების შესაბამისად.

3. კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
  • მომსახურების ფასი;
  • გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
  • შეკვეთილი პროდუქციის მოწოდების ვადა
  • კომპანიის გამოცდილება

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით

სს სადაზღვევო კომოანია ალდაგი"უფლებამოსილია საკვალიფიკაციო არსებულ დოკუმენტაციაში ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

4. პასუხისმგებლობა

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან დაიდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულებაში ფიქსირებული მომსახურების ტარიფები.“

5. კონფიდენციალობა

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს სადაზღვევო კომოანია ალდაგის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

6. დანართი

დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • დანართი 1
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ოქტომბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ma.meshvelashvili@aldagi.ge
ტელ: 555 79 21 01 

ტენდერის კატეგორია:

  • 18930000 ტომრები და ჩანთები
  • 22320000 მისალოცი ბარათები
  • 79810000 ბეჭდვითი მომსახურებები
შეკითხვები