ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32444 - ტენდერი Way Mart-ის ერთიანი საიმიჯო ვიდეოებისა და ფოტოების კამპანიის შექმნაზე

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 27 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს Way Mart-ის ერთიანი საიმიჯო ვიდეოებისა და ფოტოების კამპანიის შექმნაზე.

კონკრეტული დავალება:

  • საახალწლო კომუნიკაციის ფარგლებში უნდა შეიქმნას Way Mart-ის ერთიანი საიმიჯო ვიდეოებისა და ფოტოების კამპანია, რომელიც საახალწლო სამზადისის, გადაადგილებისა და მგზავრობის განწყობას Way Mart-ის გამოცდილებასთან უნდა აკავშირებდეს.
  • კამპანიაში Way Mart უნდა გამოჩნდეს, როგორც საახალწლო სამზადისის ბუნებრივი გაგრძელება და შეჩერების ადგილი - სივრცე, სადაც ადამიანები საახალწლო მზადებისა და მგზავრობისას ჩერდებიან, სამზადისისთვის საჭირო დეტალებს ავსებენ და გზას აგრძელებენ.

მიზანი: 

  • კამპანიის მიზანია Way Mart-ის როლის გაძლიერება საახალწლო პერიოდში და მისი პოზიციონირება, როგორც ბრენდის, რომელიც მომხმარებელს თან ახლავს დღესასწაულამდე მისასვლელ გზაზე - როგორც პირდაპირი, ისე ემოციური მნიშვნელობით. 
  • კომუნიკაციამ საახალწლო სამზადისი და გადაადგილება უნდა წარმოაჩინოს არა როგორც მხოლოდ პრაქტიკული ან დამღლელი პროცესი, არამედ როგორც დღესასწაულის გამოცდილების ბუნებრივი ნაწილი, სადაც თავად გზა, მოლოდინი, მცირე გაჩერებები და ყოველდღიური საჭიროებები უკვე ქმნის საახალწლო განწყობას. 
  • Way Mart ამ კონტექსტში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სანდო, ახლობელი და მოსახერხებელი თანამგზავრი, რომელიც მომხმარებელს გზაში საჭირო მომენტებში ხვდება და მგზავრობის გაგრძელებას უფრო მარტივ და სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.

კრეატიული მიმართულება: 

  • კამპანიის ვიზუალური და ნარატიული მიმართულება უნდა ეფუძნებოდეს საახალწლო პერიოდისთვის დამახასიათებელ რეალურ და ამოცნობად გამოცდილებებს - სამზადისს, გადაადგილებას, გზაში ყოფნასა და იმ მცირე მომენტებს, რომლებიც დღესასწაულის განწყობას ჯერ კიდევ დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე ქმნის. 
  • სააგენტომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი კრეატიული იდეა, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო ფორმატში გაიშლება. კამპანიის ფარგლებში უნდა მომზადდეს:
  • 1-3 მოკლე ვიდეო, რომლებიც კამპანიის მთავარ იდეას სხვადასხვა ნაცნობი სიტუაციისა და მომენტის საშუალებით გაშლის. ვიდეოები შესაძლოა აერთიანებდეს ერთ საერთო, თანმიმდევრულ ისტორიას ან წარმოადგენდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, განსხვავებულ ისტორიებს, რომლებიც ერთიანი კრეატიული კონცეფციით იქნება დაკავშირებული. 
  • 5-7 საიმიჯო ფოტო, რომლებიც ვიდეოკამპანიის ვიზუალურ და ემოციურ განწყობას გააგრძელებს. 
  • კონტენტში ბუნებრივად და ვიზუალურად მკაფიოდ უნდა გამოჩნდეს Way Mart-ის საკვანძო პროდუქტები: ჰოთ-დოგი, პიტბული, ჩუროსი, ბაბლ ყავა, Barbera-ს ყავა ახალი ჭიქებითა და გზად საჭირო წახემსება. პროდუქტის გამოჩენა უნდა გამომდინარეობდეს სიუჟეტიდან და მომხმარებლის რეალური საჭიროებიდან. 

Way Mart თეგლაინი: შენი მეგობარი გზაზე
ტონი და  სტილი: 

  • თბილი, ცოცხალი და ენერგიული 
  • თანამედროვე, დინამიკური და ატმოსფერული ვიზუალური სტილი 
  • სადღესასწაულო და პოზიტიური (გადაჭარბებული კლიშეების გარეშე) 

სამიზნე აუდიტორია: 

ფართო აუდიტორია - მძღოლები, ოჯახები, ახალგაზრდები და მეგობრების ჯგუფები, რომელთათვისაც საახალწლო პერიოდი აქტიურ გადაადგილებას, მზადებასა და გზაში ყოფნას უკავშირდება. 

სააგენტოს დავალება: 

  • კრეატიული კონცეფცია 
  • 1-3 მოკლე, 15-20 წამიანი ვიდეოების სიუჟეტური ხაზი • ფოტო კონტენტის ვიზუალური კონცეფციის მომზადება  
  • ტექსტუალური მიმართულება - ვოისოვერი და ქოფი საჭიროებისამებრ
  • გრაფიკული ელემენტები საჭიროებისამებრ 
  • საჭირო ფორმატებში ადაპტაცია - Reels/TikTok ვერსია 
  • მუსიკალური გაფორმება და ლიცენზირებული მუსიკის უზრუნველყოფა 
  • პრეპროდაქშენი, გადაღება, პოსტპროდაქშენი 
  • ვიდეოების ქავერი/thumbnail 

ვადები: 

  • კრეატიული კონცეფციის წარდგენა: 2 ნოემბერი
  • კონცეფციის შეთანხმება: 4-6 ნოემბერი 
  • საბოლოო სცენარების დადასტურება: 9 ნოემბერი 
  • პრეპროდაქშენი (კასტინგი/ლოკაციები): 9-12 ნოემბერი • გადაღების შუალედი: 12-20 ნოემბერი 
  • პირველი ვერსიის წარდგენა (პირველადი მონტაჟი): 24 ნოემბერი 
  • კორექტირებების გათვალისწინება და საბოლოო მასალის ჩაბარება: 30 ნოემბერი 
  • კამპანიის გაშვება: 1 დეკემბერი 

დამატებითი მოთხოვნა: აუცილებელია, კამპანიაში აღქმადი იყოს, რომ Way Mart წარმოადგენს SOCAR Georgia Petroleum-ის მარკეტების ქსელს და კონტენტში ბუენბრივად და ორგანულად იყოს ინტეგრირებული SOCAR-ის სადგურებიც.

გადახდის პირობები: შეთანხმების საფუძველზე

ტენდერის ვადები: 5 კალენდარული დღე

ხელშეკრულები ვადები: შეთანხმებისამებრ

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ოქტომბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:
ანა ბაძაღუა
ტელ: 557 430 160

ტენდერის კატეგორია:

  • 79341000 სარეკლამო მომსახურებები
  • 79961100 მომსახურება სარეკლამო ფოტოების სფეროში
  • 92111000 მომსახურებები კინო- და ვიდეოგადაღების სფეროში
შეკითხვები