10 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32587 - ფასთა კვლევა რუსთავი, ხრამის ადმინისტრაციის შენობისა და სატუმბო სადგურისათვის, ხრამის ელ.ქვესადგურისათვის, ხრამის სატუმბო სადგურისათვის, ხრამის საქლორატორო შენობისათვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შეძენა & აღჭურვის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 6 ნოემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 10 ნოემბერი 2026 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ფასთა კვლევას რუსთავი, ხრამის ადმინისტრაციის შენობისა და სატუმბო სადგურისათვის, ხრამის ელ.ქვესადგურისათვის, ხრამის სატუმბო სადგურისათვის (მარნეულის მხარე), ხრამის საქლორატორო შენობისათვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შეძენა და აღჭურვის მომსახურებასთან დაკავშირებით.
1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება)
მომსახურება მოიცავს ტექნიკურ დავალებაში ჩამოთვლილი ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შეძენა აღჭურვას.
ძირითადი მოთხოვნები და პირობები მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.
1.3 განფასება
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება.
- ფასი მოცემული უნდა იყოს ლარში, დღგ-სა და საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის ჩათვლით.
1.4 სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ტექნიკური დავალების შესაბამისად.
1.6 ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ავანსის მოთხოვნა განიხილება არაუმეტეს ჯამური თანხის 30%-სა, მხოლოდ საბანკო გარანტიის უზრუნველყოფით.
1.7 პრეტენდენტის მიერ ფასთა კვლევაში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
დანართი N1 - კომერციული წინადადება, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-სა და საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის ჩათვლით.
პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა.შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 10 ნოემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შესყიდვების მიმართულებით:
თამარ ვაშაკიძე
შესყიდვების სპეციალისტი
მობ.: +995 577 585 592
ელ. ფოსტა: tvashakidze@gwp.ge
ტექნიკური მიმართულებით:
ზურაბ მეგრელიშვილი
ვიდეო მონიტორინგის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის უფროსი
მობ.: +995 591752123
ტენდერის კატეგორია:
- 32323500 ვიდეოსათვალთავლო სისტემა
გამარჯობა, გთხოვთ დაგვიზუსტოთ რამდენიმე საკითხი აღნიშნულ ფასთა კვლევასთან დაკავშირებით: 1. საქლორატოროს ტექნიკურ დავალებაში მითითებულია 8 კამერა, ხოლო განლაგების სქემაში - 5. რომელი რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ? 2. მარნეულის მხარეს მდებარე ჭაბურღილების ტექნიკურ დავალებაში მითითებულია 2 კომუტატორი, ხოლო სქემაში - 3. რომელი რაოდენობაა საბოლოო? 3. შესაძლებელია თუ არა ობიექტების ადგილზე დათვალიერება საკაბელო ტრასებისა და სამონტაჟო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის მიზნით? 4. ვინ უზრუნველყოფს 4G როუტერებისთვის SIM ბარათებს, მობილურ ინტერნეტს და დისტანციური წვდომისთვის საჭირო ქსელურ ინფრასტრუქტურას? 5. რა ვადაში უნდა დასრულდეს მიწოდება და მონტაჟი? რა საგარანტიო ვადა და ვიდეოარქივის შენახვის ხანგრძლივობაა მოთხოვნილი? გმადლობთ წინასწარ.
1)- ხრამი საქლორატორო - 8 კამერა. 2) PoE სვიჩი 3 ცალი. თავდაპირველად იყო ჩადებული PoE NVR-ი რომელიც შევცვალეთ ქსელური NVR-ით. შესაბამისად სვიჩი დაემატა 3 ) შესაძლებელია. დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ზურაბ მეგრელიშვილი 591752123, წინასწარ უნდა ვიცოდეთ ვიზიტის თარიღი. ვიზოტორების რეკვიზიტები (სახელი/გვარო/პირადი #,მანქანის სახ. ნომერი,) ვიზიტის თაობაზე საჭიროა უსაფრთხოების დეპარტამენტის ნებართვა. 4)კომპანია GWP მოგაწოდებთ სიმ ბარათებს. ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობს უსაფრთხოების დეპარტამენტის ტექ. განყოფილება IT დეპარტამენტის მხარდაჭით 5) მიწოდება-მონტაჟის ვადები ჩვენი მხრიდან მოთხოვნილია 2 კვირა, შეგიძლიათ თქვენი ვადაც წარმოგვიდგინოთ. 6 )საგარანტოი ვადები - არანაკლები 1 წელი საარქივო ჩანაწერების ხანძლივობაზე მუშაობს უსაფრთხოების დეპარტამენტის ტექ. განყოფილება