30 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32703 - ტენდერი ალაოს და მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე
- გამომცხადებელი: ლომისი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #EF-GE/886
ბ) დანიშნულება: ალაოს და მზა პროდუქციის ტრანსპორტირება
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
ტენდერის პირობები:
- 2027 წლის განმავლობაში გორიდან ნატახტარში თვითმცლელი მანქანებით გადასაზიდი იქნება დაახლოებით 5,000 ტონა ალაო (მარცვლეული); ყოველი ტრანსპორტირებისას მანქანა იტვირთება სრულად.
- გორიდან ალაოს ტრანსპორტირებაზე შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ ტონაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- 2027 წლის განმავლობაში თბილისის ზღვიდან - ნატახტარში გადასაზიდი იქნება დაახლოებით 166 მანქანა მზა პროდუქცია (ტვირთის წონა 1 მანქანაში 25 ტონამდე)
- თბილისის ზღვიდან მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ მანქანაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- გადახდის პირობა, გადაზიდვის დასრულებიდან 60 კალენდარული დღე.
- სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2027 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
- სატრანსპორტო კომპანიამ მანქანის დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 1 დღის ვადაში.
სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
levan.kodalashvili@ge.anadoluefes.com
ტენდერთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე მოიწერეთ შემდეგ მეილზე:
levan.kodalashvili@ge.anadoluefes.com
giorgi.stephniashvili@ge.anadoluefes.com
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 30.11.2026 18:00
აპლიკაციის გამოგზავნით ვადასტურებ რომ გავეცანი და ვეთანმხები შემდეგ ვებსაიტებზე განთავსებულ ანადოლუ ეფეს ჯგუფის მომწოდებლიც ქცევის კოდექსს:
https://anadoluefes.com/sayfa/1/759/politikalar
https://anadoluefes.com/en/sayfa/1/715/policies
ტენდერის კატეგორია:
- 60181000 სატვირთო მანქანების დაქირავება მძღოლთან ერთად