25 ნოემბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32730 - ტენდერი მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანების საბურავების შესყიდვაზე და შეცვლაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 18 ნოემბერი 2026 დრო 14:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 ნოემბერი 2026 დრო 15:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანების საბურავების შესყიდვაზე და შეცვლაზე.
1.2 ტექნიკური დავალება, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანების საბურავების შესყიდვა და შეცვლა დანართი N1-ით განსაზღვრული მოცულობების და მოთხოვნების შესაბამისად.
- ლოტი 1 - ახალის საბურავების შესყიდვა (პირველადი მომსახურების ჩათვლით)
- ლოტი 2 – GWP საკუთრებაში არსებული საბურავების მონტაჟი მომსახურება.
1.3 განფასება და განსაკუთრებული მოთხოვნები:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განზომილების ერთეულის ფასები (ლარში) დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
- შემოთავაზებული საბურავები უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და დამზადებული უნდა იყოს არაუადრეს 2026 წლისა. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ელექტრონული
- სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (შემოთავაზებულ საბურავებზე შესაძლებელი უნდა იყოს მისი დამზადების თარიღის წაკითხვა).
- მიმწოდებელი ვალდებულია საბურავების მიწოდება (სერვის ცენტრში მონტაჟი) განახორციელოს ეტაპობრივად, 2026 წლის 1 დეკემბრიდან 2027 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.
- პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საბურავზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს საბურავის სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში არანაკლებ 24 თვის მინაძილზე.
- საგარანტიო პერიოდში ნორმების დაცვით ექსპლუატაციისას საბურავის გამოყენება არ უნდა იწვევდეს საფრთხის შექმნას მგზავრებისათვის და საბურავმა არ უნდა გამოავლინოს ისეთი დეფექტი, რომელიც ხელს შეუშლის სატრანსპორტო საშუალების ნორმალურ ექსპლუატაციას.
- საბურავმა საგარანტიო ვადის ამოწურვამდე არ უნდა განიცადოს დეფორმაცია და უნდა ექვემდებარებოდეს ბალანსირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბურავი უნდა შეიცვალოს იდენტური პარამეტრების მქონე ახალი საბურავით.
- შემოთავაზებული საბურავი უნდა იყოს მსოფლიოში აღიარებული ბრენდის, რომელიც მსოფლიო ბაზარზე არანაკლებ 5 წელი იყიდება. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი
- ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საბურავების 2 მწარმოებლის წერილი ან/და მწარმოებლის/ბრენდის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც მითითებული იქნება ზემოაღნიშნული ინფორმაცია.
- შემოთავაზებული საბურავის ხარისხი უნდა დასტურდებოდეს ევროპის ეკონომიკური კომისიის (the Economic Commission of Europe „ECE“) რეგულაციის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის ფლობით. აღნიშნული დადასტურებული უნდა იყოს უცხოენოვანი ან/და ქართულ ენაზე ოფიციალურად ნათარგმნი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით სატენდერო
- წინადადებასთან ერთად. პრეტენდენტმა ვალდებულია ფასების ცხრილში მითითებული თითოეული საბურავის ზომის მიხედვით ატვირთოს შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების,
- საერთაშორისო სტანდარტებისა და სერტიფიკატების მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს თითოეული
- შეთავაზებული ზომის იდენტიფიცირებისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების შესაძლებლობას.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს თბილისის მასშტაბით მინიმუმ ერთი სერვის ცენტრი.
- ფეიქრების ქუჩის მიმდიბარე ტერიტორიაზე არსებული სერვის ცენტრები ჩაითვლება უპირატესობად.
1.4 ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) და თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.3);
- ემოთავაზებული საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი პუნქტი 1.3-ის შესაბამისად;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდე.
- კომპანიის სრული რეკვიზიტები;
- უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება;
- შევსებული და ხელმოწერით დამოწმებული თანდართული კითხვარები (2 კითხვარი).
- კითხვარი 01- HMG-202X-XX-Suppliers'-Certification-Questionnaire_GEO-Final
- კითხვარი 02 - Responsible-Statement-FCC-Code-of-Ethics-and-Conduct_GEO-Final
შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ტვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.6 ხელშეკრულების გაფორმება
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.
1.7 სხვა მოთხოვნა
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი).
- ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
- შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული
- მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
- შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობისშესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის, მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 ნოემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067
ტენდერის კატეგორია:
- 34351000 მცირე ტვირთამწეობის მანქანების საბურავები
- 50116500 საბურავების შეკეთება, დაყენებისა და ბალანსირების ჩათვლით