ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2026, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32781 - ტენდერი ელექტრომობილ(ებ)ის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: პროკრედიტ ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 8 დეკემბერი 2026 დრო 16:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი
აცხადებს ტენდერს: ელექტრომობილ(ებ)ის შესყიდვის შესახებ.

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ტენდერის მოთხოვნები :

ერთი ან ორი ელექტო ავტომობილის შესყიდვა (ფასიდან და ტექნიკური სპეციფიკაციიდან გამომდინარე გადაწყდება საბოლოოდ შესასყიდი რაოდენობა)

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი/ მანქანის სპეციფიკაცია 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
  • შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი
  • დეტალური ინფორმაცია შემოთავაზებული მოდელის შესახებ
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე. 

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 8 დეკემბერი   2026 წელი 16:00  საათამდე.

ტექნიკურ/ტენდერის  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

დავით ტაბიძე

ადმინისტრაციის ქვეგანყოფილება 
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222
E-mail: david.tabidze@procredit-group.com 

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

არჩილ თარაშვილი

შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 34144900 ელექტროავტომანქანები
შეკითხვები