ჩაბარების ვადა:
4 დეკემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32812 - ტენდერი სატრანსპორტო და საბროკერო მომსახურების შესყიდვაზე - ორ ლოტად
- გამომცხადებელი: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი (შემდგომში კომპანია) აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო და საბროკერო მომსახურების შესყიდვაზე ორ ლოტად.
- ლოტი N1: შიდა გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურება.
- ლოტი N2: საბროკერო მომსახურება.
პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ლოტშიც.
ლოტი N1: შიდა გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურება.
ტენდერის საგანი:
- კომპანიის სახელით იმპორტირებული ტვირთვების ტრანსპორტირება კომპანიის მიერ მითითებულ დანიშნულების ადგილამდე;
- კომპანიის დაკვეთით სხვადასხვა მომწოდებლებიდან ტვირთის აღება/მიბარება კანონმდებლობის სრული დაცვით და მათი ტრანსპორტირება;
- კანონით გათვალისწინებული ყველა ოპერაციის სრულყოფილი დაცვა, ოპერატიული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, მიბარებული ტვირთის და დოკუმენტაციის სრულყოფილი გადაცემა კომპანიის თანამშრომლისათვის დანიშნულების ადგილზე;
ლოტი N2: საბროკერო მომსახურება.
ტენდერის საგანი:
- კომპანიის სახელით იმპორტირებული, ექსპორტირებული, დროებით ან სხვა ნებიმიერ რეჟიმში მყოფი ტვირთების საბაჟო-საბროკერო მომსახურება და მოთხოვნილი დოკუმენტებით უზრუნველყოფა;
- ტვირთის მიღება / გაგზავნის შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურებიდან საჭირო ნებართვების და დოკუმენტაციის მოთხოვნა/ მოპოვება;
- მათი განბაჟება, დეკლარირება, მოთხოვნილი სერტიფიკატებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით საბუთების კორექტირება;
- კანონით გათვალისიწინებული ყველა ოპერაციის დასრულების შემდგომ მძღოლებზე ახალად შექმნილი/ დასრულებული და მათ მიერ ჩაბარებული დოკუმენტაციის გადაცემა;
- დადგენილ ვადებში მანქანების / ტვირთების საბაჟო ტერმინალიდან გამოშვება;
- კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დოკუმენტაციის შექმნა / წარმოება;
- დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე დამკვეთის სახელით ტვირთის შენახვა/დასაწყობება საბაჟო საწყობებში და მათი მომსახურების გადახდა დამატებითი ანაზღაურების საფუძველზე;
- პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში საბაჟო საკითხებში დახმარება, კონსულტაციების მიცემა საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით;
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილი ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს მომსახურების შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს).
- შიდა გადაზიდვების ტრანსპორტირების დაზღვევა, შესაძლებელია განაცხადი განიხილოს დაზღვევის გარეშეც.
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- საბროკერო მომსახურების შემთხვევაში ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ):
- საბროკერო მომსახურება;
- დეკლარანტის მომსახურება;
- დამატებით კოდზე დეკლარანტის მომსახურების ხარჯი; - ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და ა.შ;
- მოთხოვილი დოკუმენტაციის წარდგენისათვის საჭირო ყველა დეტალები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შეთავაზების წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 4 დეკემბრის 15:00 საათისა, თანდართული ტექნიკური დავალებებისა და მონაწილე მხარის მიერ შევსებული თანდართული ექსელის ფაილების გათვალისწინებით.
შეთავაზების წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართებზე:
lgvazava@borjomi.com
ggogiberidze@borjomi.com
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 63521000 ტვირთის ტრანსპორტირების სააგენტოთა მომსახურებები
- 63524000 სატრანსპორტო დოკუმენტების მომზადების მომსახურებები
- 79223000 საბაჟოს ბროკერის მომსახურება