
ჩაბარების ვადა:
18 იანვარი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3367 - ტენდერი დაზღვეული ავტომანქანების საევაკუაციო, ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ გიწვევთ დაზღვეული ავტომანქანების საევაკუაციო, ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე ტენდერში მონაწილეიობის მისაღებად.
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2018 წლის 18 იანვრისა.
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის გამოცხადება 12.01.2018
- სატენდერო წინადადებების მიღება 18.01.2018
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 22.01.2018
- ხელშეკრულების გაფორმება 29.01.2018
დანართებში შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია.
„პრეტენდენტის მიერ სატანდერო წინადადება სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ ეგზავნება ელექტრონული ფოსტის,შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge
გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ ყველა მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია არა უგვიანეს 2018 წლის 18 იანვრისა.
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები