ჩაბარების ვადა:

19 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3500 - ტენდერი სამედიცინო დაზღვევაზე

  • გამომცხადებელი: მინა
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 19 თებერვალი 2018 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს პერსონალის სამედიცინო დაზღვევის შესახებ.

დეტალური ინფორმაცია მომსახურებების შესახებ, გთხოვთ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით

შემოთავაზება - მიმაგრებულ ფაილში მითითებული მომსახურებების ღირებულება (3-4 პაკეტის)

  • გამონაკლისების შესახებ ინფორმაცია სასურველია გამოყოფილი იყოს შემოთავაზებისგან.

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა

  • ბოლო სამი წლის ბრუნვა

რეკომენდაცია

  • რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
  • პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი

კომპანია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით)
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. 

განიხილება მხოლოდ 19 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com 

ან დაგვიკავშირდით
995 32 244 99 87 (ex - 22-29)- მარინა ზუბაშვილი
995 32 244 99 81

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, მითითებულ მეილზე პასუხი არ მიგვიღია და გთხოვთ დღის მანძლზე გვიპასუხოთ. მადლობა

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, მეილი უკან ბრუნდება და ამიტომ ავტვირთე შეკითვები სისტემაში, ვერც მითითებულ ნომერზე ვრეკავ, სამწუხაროდ. თუ შესაძლებელია პასუხები ჩვენს შეკითხვებზე შემდეგ ელ.ფოსტაზე რომ მოგვწეროთ: sales@gpih.ge; მადლობა წინასწარ

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, გთხოვთ, მოგვწეროთ ბარათის მინიმალური პრემია რამდენით არის განსაზღვრული და ასევე, ორგანიზაცია თვითონ უხდის ყველა თანამშრომელს მინიმალურ პრემიას, თუ თანამშრომლებს დაუკავებთ დაზღვევის ღირებულებას ხელფასიდან? წინა წლებში სატენდერო პირობებში სპეც კვლევების მოთხოვნაც იყო ჩადებული და წელსაც თუ უნდა გავითვალისწინოთ, მოგვწერეთ კვლევების ჩამონათვალი და რამდენ თანამშრომელს ჩაუტარდება სპეც.კვლევა. პატივისცემით, შორენა ზებედაშვილი

მინა
მინა

მოგესალმებით შორენა, გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს ელ,ფოსტაზე AALAVERDASHVILI@sisecam.com , MZUBASHVILI@sisecam.com პატივისცემით,

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, გთხოვთ, მოგვწეროთ ბარათის მინიმალური პრემია რამდენით არის განსაზღვრული და ასევე, ორგანიზაცია თვითონ უხდის ყველა თანამშრომელს მინიმალურ პრემიას, თუ თანამშრომლებს დაუკავებთ დაზღვევის ღირებულებას ხელფასიდან? წინა წლებში სატენდერო პირობებში სპეც კვლევების მოთხოვნაც იყო ჩადებული და წელსაც თუ უნდა გავითვალისწინოთ, მოგვწერეთ კვლევების ჩამონათვალი და რამდენ თანამშრომელს ჩაუტარდება სპეც.კვლევა. პატივისცემით, შორენა ზებედაშვილი სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი