14 თებერვალი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT353 - ტენდერი ალტერნატიული კვების წყაროების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 14 თებერვალი 2015 დრო 17:00
 
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ალტერნატიული კვების წყაროების შესყიდვაზე.
შესასყიდი საქონლის სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
 
მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში);
საგარანტიო მომსახურება (გარანტია 1 წელი).
UPS (უწყვეტი კვების წყარო) უნდა იყოს გარე აკუმულატორთან თავსებადი (მონტაჟი).
დამატებითი ინფორმაცია
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 9 თებერვლიდან – 2015 წლის 20 თებერვლის ჩათვლით;
 - ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ავთანდილ სალუქვაძეს - ტელ: 2 444 444 (4252); მობ: (577) 740283;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვის პერიოდით.
 - ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
 - თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
 
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 20 თებერვალი, 17:00 საათი. 
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა. 
ტენდერის ბმული საქართველოს ბანკის ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=367&lang=geo