ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4056 - ტენდერი პროექტორების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის: პროექტორების შესყიდვაზე 25/06-GIG-P/COMP-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • რაოდენობა - 15 ცალი;
  • აუცილებელი პირობა: Aspect Ratio – 16:9;
  • პროდუქციის მიწოდება დამკვეთის მისამართზე უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2018 წლის 15 აგვისტოსი.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი სრულად შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული პროდუქციის დეტალურად გაწერილი ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო პირობები;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: გიორგი წიტაიშვილი. საკონტაქტო ნომერი: 577 50 38 28;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 10 ივლისის 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა