ჩაბარების ვადა:

13 ივლისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4069 - ტენდერი ჰიპერკონვერგენტული სისტემის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

ბაზისბანკი აცხადებს ტენდერს ჰიპერკონვერგენტული სისტემის შეძენაზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

  • ჰიპერკონვერგენტული სისტემა და სვიჩები უნდა იყოს ერთი მწარმოებლის.
  • ჰიპერკონვერგენტულ სისტემას უნდა მოყვებოდეს იმავე მწარმოებლის პროგრამული უზრუნველყოფა( ჰიპერკონვერგენტული პლატფორმა ), რომელსაც სასურველია ჰქონდეს როგორც Hyper-V-ს ასევე VMware-ს ჰიპერვიზორების მხარდაჭერა.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • ფასები (დღგ–ს ჩათვლით) მოცემული ცხრილის მიხედვით;
  • ანგარიშსწორების პირობები ;
  • მოწოდების ვადები და პირობები;
  • შევსებული და ხელმოწერილი დებულება (იხ. თანდართული დოკუმენტი);

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება;
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
  • მიმღების დასახელება ( ინფორმაციულ–ტექნოლოგური დეპარტამენტი);
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე; 

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 13.07.2018 (17:00სთ).

ტენდერის შინაარსთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
სს „ბაზისბანკი“, ინფორმაციულ–ტექნოლოგიური დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მუჯირი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1
ტელ.: (+995 32) 2 922 922 (+ 224)
ელ.ფოსტა: nick.mujiri@basisbank.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები