ჩაბარების ვადა:

11 ივლისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4084 - ტენდერი მოცულობითი სტიკერის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს მოცულობითი სტიკერის შესყიდვაზე.

პროდუქტის შემადგენლობა:

  • ევროპული ხარისხის ვინილის ტიპის სტიკერი.
  • ევროპული ხარისხის საღებავებით შესრულებული ფერადი ანაბეჭდი.
  • ევროპული ხარისხის სრულიად გამჭირვალე და უსუნო 2 კომპონენტიანი თხევადი პოლიმერი ანუ სილიკონი (მასალის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ISO 9001/2008 სტანდარტს).
  • ზომა – 5.1*1.3 და 6.7*2.1
  • რაოდენობა – ორივე ზომა 20 000 - 20 000
N სტიკერის ზომა რაოდენობა ერთეულის ფასი
1 სტიკერი 5.1*1.3 20 000  
2 სტიკერი 6.7*2.1 20 000  


სატენდერო აპლიკაცია უნდა მოიცავდეს:

  • ნიმუშს (მიბმული ფოტოს მიხედვით), მის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება
  • შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას
  • ფასში უნდა შედიოდეს ყველა შესაბამისი გადასახადი (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯებს)

პროცედურა

  • ნიმუშებისა და აპლიკაციების მიღება იწარმოოს 11.07.2018 ჩათვლით 

სხვა პირობები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 6 ივლისიდან 2018 წლის 11 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1, პროდუქტი #2-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 577 52 42 35 - თეონა ფიცხელაური e-mail: tpitskhelauri@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 11 ივლისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=911&lang=geo  

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები