Tenders.ge
RMG Gold

მოწვევა კონტრაქტორის შესარჩევად დიზელგასამართი სადგურების პროექტირებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს კონკურსს დიზელგასამართი სადგურების პროექტირებაზე.

  • მომსახურების საგანი - დიზელგასამართი სადგურების პროექტირება
  • მომსახურების დეტალური აღწერა - იხ. დანართი No2
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 23.07.2018 

სამუშაოების შესრულების ადგილი: ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი.

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • გადახდის პირობები;
  • მომსახურების განხორციელების ვადები;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.) 

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში N1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით.
    კომერიცული წინადადებები შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
    TO- LPirveli@richmetalsgroup.com  CC- ZDzagnidze@richmetalsgroup.com  

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
დირექტორის მოადგილე: ზურა ძაგნიძე
Т +995 599 128 686 მდივანი:

ლილე პირველი
Т +995 579 552 051.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები