
ჩაბარების ვადა:
10 მარტი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT412 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ბანკი „რესპუბლიკა“ სოსიეტე-ჟენერალი აცხადებეს ტენდერს ბანკი ,,რესპუბლიკას“ კარტრიჯების დამუხტვის მომსახურების შესყიდვაზე.
სატენდერო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ განაცხადზე თანდართულ ფაილში.
განფასება
- ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ–ის ჩათვლით, რომელიც უცვლელი იქნება მთელი საკონტრაქტო პერიოდის განმავლობაში;
- ფასი უნდა მოიცავდეს ადგილზე მოწოდების ღირებულებასაც (თბილისის მასშტაბით სათაო ოფისში (მისამართი გრ.აბაშიძის 2), ხოლო რეგიონების შემთხვევაში უშუალოდ ფილიალებში; თითო რეგიონის მისამართზე მიწოდების სავარაუდო სიხშირე იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
შეფასების კრიტერიუმები
- შემოთავაზებული ფასი;
- მოწოდების ვადა თბილისსა და რეგიონებში. თბილისის მასშტაბით მოწოდება მოხდება გრ.აბაშიძის 2-ში. რეგიონების ჩამონათვალი მისამართებით იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. (დანართი #1)
- მეორადი კარტრიჯის ბეჭდვის რესურსი;
- კომპანიის პროფილი; იხილეთ მუხლი #1
- კომპანიის სამუშაო გარემოს ადგილზე მონიტორინგის შედეგი;
- სატენდერო წინადადებაზე პასუხი (იგულისხმება დროული და სრულყოფილად შევსებული შემოთავაზება, რომელიც დანართებითურთ ხელმოწერილი უნდა იყოს კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
კომპანიების მიერ შემოთავაზება ბანკ რესპუბლიკას ეგზავნება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართებზე: nino.bobokhidze@republic.ge ტელ: 290 90 90 (შიდა 1191)
შემოთავაზების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგს:
- კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ სატენდერო წინადადებას შესაბამისი დანართებითურთ (დანართი #1 და #2);
- განფასების შევსებულ ცხრილს;
ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია ანგარიში გახსნას ბანკ რესპუბლიკაში, რომელზეც მოხდება შემდგომ ანგარიშწორების განხორციელება;