ჩაბარების ვადა:

25 ივლისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4122 - მოწვევა კონტრაქტორის შესარჩევად ტერასის გამწვანების დენდროლოგიური პროექტის დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

RMG Gold აცხადებს კონკურსს ტერასის გამწვანების დენდროლოგიური პროექტის დამზადებაზე.

  • მომსახურების საგანი - ტერასის გამწვანების დენდროლოგიური პროექტის დამზადება
  • მომსახურების დეტალური აღწერა - იხ. დანართი N2
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 25.07.2018

სამუშაოების შესრულების ადგილი: ქ.ბოლნისი, ბოლნისის მუზეუმის ტერიტორია.

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა: ქართული/რუსული/ინგლისური
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
  • კომპანია უფლებამოსილია ხელშეკრულება გააფორმოს ცალკეულ ლოტზე.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ლანდშაფტური პროექტირების შესრულების ხარჯთაღრიცხვა;
  • ტერიტორიის ლანდშაფტური მოწყობის ხარჯთაღრიცხვა;
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ლანდშაფტური პროექტირებისა და ლანდშაფტური მოწყობის გეგმა-გრაფიკი;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (გარდა მონაწილის იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაციისა).
    კომერიცული წინადადებები შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
    TO- LPirveli@richmetalsgroup.com  CC- ZDzagnidze@richmetalsgroup.com  

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
დირექტორის მოადგილე: ზურა ძაგნიძე
Т +995 599 128 686 მდივანი:

ლილე პირველი
Т +995 579 552 051.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში