
23 მარტი 2015, 17:30
სტატუსი:
დასრულებულიT422 - ტენდერი საწარმოო ტექნიკისა და მასალების შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა" აცხადებს ტენდერს საწარმოო ტექნიკისა და მასალების შეძენაზე.
ტენდერი იყოფა 2 ლოტად. დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთ ან ორივე ლოტში:
- ლოტი #1: საწარმოო ტექნიკა
- ლოტი #2: საწარმოო მასალები
გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტში ცალ-ცალკე.
ლოტი 1 - საწარმოო ტექნიკა
- თერმოწნეხი მაისურებისთვის - 1 ცალი.
- თერმოწნეხი კეპებისთვის - 1 ცალი.
- თერმოწნეხი ჭიქებისთვის - 1 ცალი.
- სასერი პლოტერი - 1 ცალი.
დაწვრილებითი ინფორმაცია და ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
ლოტი 2 - საწარმოო საშუალებები
- თერმოფურცელი მუქი ნაჭრისთვის ლაზერულ პრინტერზე სამუშაოდ - 50 ცალი.
- თერმოფურცელი სხვადასხვა მყარ მასალებზე გამოსახულების გადასატანად ლაზერული პრინტერისთვის - 100 ცალი.
- თერმოფურცელი მუქი ნაჭრისთვის ჭავლური პრინტერისთვის - 100 ცალი.
- თერმოფურცელი ღია ნაჭრისთვის ჭავლური პრინტერისთვის - 100 ცალი.
- თეთრი ფერის მაღალი ხარისხის (არანაკლებ 180გრ/სმ2) მოკლემკლავიანი მაისური, ზომა (M) მედიუმი - 100 ცალი.
- შავი ფერის მაღალი ხარისხის (არანაკლებ 180გრ/სმ2) მოკლემკლავიანი მაისური, ზომა (M) მედიუმი - 50 ცალი.
- თეთრი ფერის, ჩვეულებრივი საოფისე ყავის ჭიქები (არასუბლიმაციური) - 100 ცალი.
- სხვადასხვა (წითელი, შავი, თეთრი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი თვითოეული 2მ2-ის ოდენობით) ფერის, 50 სმ სიგანის თხელი თერმომასალა ტექსტილზე გამოსახულების დასამზადებლად - 12 მ2.
- სხვადასხვა (წითელი, შავი, თეთრი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი თვითოეული 2მ2-ის ოდენობით) ფერის, 50 სმ სიგანის, სქელი (ხავერდის) თერმომასალა ტექსტილზე გამოსახულების დასამზადებლად - 12 მ2.
დაწვრილებითი ინფორმაცია და ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო პირობები:
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს 2 ეგზემპლიარად, ერთი ორიგინალი და ერთი კომპანიის ბეჭდით დამოწმებული ასლი, ცალ-ცალკე დალუქულ კონვერტებში. კონვერტებზე უნდა მიუთითოთ:
- მომწოდებელი კომპანიის სახელწოდება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელ., ელ-ფოსტა);
- ტენდერის დასახელება: „საწარმოო ტექნიკის/საშუალებების შეძენა“ და შესაბამისი ლოტის ნომერ(ებ)ი;
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- კომპანიის დასახელება, რეკვიზიტები, კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ასლი.
- საქმიანობის მოკლე აღწერა.
- მწარმოებლის სერთიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ფასები (დღგ–ს და თბილისის მასშტაბით მოწოდების ჩათვლით);
- ანგარიშსწორების პირობები;
- საგარანტიო პირობები (ლოტი #1: საწარმოო ტექნიკის შემთხვევაში, მინიმალური საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს).
- მოწოდების ვადები და პირობები;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადებების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქულ კონვერტში, მიღება განხორციელდება 2015 წლის 23 მარტის 17:30 საათამდე, შემდეგ მისამართზე: 0112, ქ. თბილისი, ა. ქურდიანის ქ. 21.
საკონტაქტო პირი:
"საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომას“ ფინანსური მენეჯერი
გიორგი გაგუა
ელ ფოსტა: finance@tanadgoma.ge
ტელ.: 599 390572
მის.: ა. ქურდიანის ქ. 21, თბილისი 0112, საქართველო