ჩაბარების ვადა:

18 აგვისტო 2018, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T4227 - ტენდერი თანამშრომლებისთვის სამედიცინო დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge  

კომპანია „ფრეგო“ აცხადებს ტენდერს კომპანიის თანამშრომლებისთვის სამედიცინო დაზღვევაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

სატენდერო მოთხოვნები:
ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება

  • თანამშრომლების რაოდენობა: 100
  • თანამშრომელთა საშუალო ასაკი: 33
  • თბილისში დასაქმებული: 40 თანამშრომელი
  • რეგიონში დასაქმებული: 60 თანამშრომელი
  • გთხოვთ შემოგვთავაზოთ სამედიცინო დაზღვევა 30 და 50 ლარიანი, მათი შესაყვისი საოჯახო სამედიცინო დაზღვევა, ასევე დაზღვევა ტოპ მენეჯმენტისთვის (ოჯახური სამ.დაზღვევის გათვალისწინებით).

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
  • მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:

  • სატენდერო წინადადებას (შემოთავაზებული სადაზღვევო პაკეტები ფასებით, მომსახურების აღწერილობა, პირობები და პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების ჩამონათვალი ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით, ჩვენი კომპანიის საკონტაქტო პირის ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი. (სადაზღვევო პაკეტები Excel-ის ფორმატში);
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • იურიდიული ფორმა და სრული დასახელება; ხელმძღვანელის თანამდებობა, სახელი და გვარი; საიდენტიფიკაციო კოდი; იურიდიული და ფაქტიური მისამართი; მომსახურე ბანკის დასახელება; ბანკის კოდი; ანგარიშის ნომერი: საკონტაქტო პირის: ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ჩვენი კომპანიის საკონტაქტო პირის ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი, არაუგვიანეს 2018 წლის 18 აგვისტოსი 16:00 საათისა შემდეგ ელ.ფოსტაზე: tamar.kakabadze@frego.ge .

დამატებითი ინფორმაციის, ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ დაუკავშირდით თამარ კაკაბაძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tamar.kakabadze@frego.ge  ან ტელეფონზე 299 99 10 (103) / 574900440.

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები