ჩაბარების ვადა:

31 აგვისტო 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T4242 - ტენდერი თხევადი გაზის ბაზის ტექნოლოგიური პროექტის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: თხევადი გაზის ბაზის ტექნოლოგიური პროექტის მომზადება #20/08-NEO-S/D-18

საპროექტო სამუშაოების აღწერა:
ქ. გარდაბანში, მისამართზე: დ. აღმაშენებლის ქ. N2 4 ცალი 25 კუბ. მეტრი მოცულობის ავზისა და მათი ესტაკადასთან შემაერთებელი სქემის პროექტირება (მილების, მათი დიამეტრის, ჩამკეტი არმატურის, საქაჩი და სახანძრო სისტემის, მეხამრიდების ჩვენებით.

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთაღნიშნულ მისამართზე სიტუაციის შესასწავლად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - ცალკე წარმოდგენილი უნდა იყოს წინადადება მშენებლობის ზედამხედველობაზე;
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 31 აგვისტო, 12:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები