ჩაბარების ვადა:

10 სექტემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4247 - ტენდერი ქიმწმენდის დანადგარებისა და აღჭურვილობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ქიმწმენდის დანადგარებისა და აღჭურვილობის შესყიდვაზე.

  • შესასყიდი საქონლის დასახელება და ოდენობა მითითებულია დანართი 1-ში;
  • საქონლის მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ.N12/ ლუბლიანას ქ. N66;
  • საქონლის მიწოდება/მონტაჟი უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქონლის დასახელება, მწარმოებელი, ფასი, სპეციფიკაცია, მიწოდების ვადა, შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები და სხვა);
  • ღირებულების გადახდის პირობა და ფორმა;
  • მისაწოდებელი საქონლის/შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
  • საგარანტიო პირობები;

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულ ფოსტაზე: porchkhidze.nikolozi@gmail.com  უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;

სატენდერო კომისია განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების ერთობლიობის გათვალისწინებით:

  • ხარისხი
  • ფასი
  • მიწოდების ვადა
  • კომპანიის გამოცდილება
  • საგარანტიო ვადა

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კომპანიასთან.

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებამდე მოეთხოვება:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • კომპანიასთან საკონტაქტო პირის სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი;
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
    სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის
    ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 10.09.2018 წლის, 18:00 სთ–მდე.

შენიშვნა: ტენდერი არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს, შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: 557 117 111
ელ.ფოსტა: porchkhidze.nikolozi@gmail.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 39700000 საოჯახო ტექნიკა