ჩაბარების ვადა:

14 სექტემბერი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T4274 - ტენდერი მოძრავი სადგურების ბრენდირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მოძრავი სადგურების ბრენდირებაზე #31/08-NEO-S/REB-18.

შპს ნეოგაზის მფლობელობაში არსებული 13 ცალი მოძრავი სადგურის ბრენდირება შემსრულებლის მასალით:

  • თითო მოძრავ სადგურზე 10-12 ცალი გაზის ბალონის (ბურთის) დაბრენდვა ნეოგაზის ლოგოთი. მოძრავი სადგურების ბორტების შეფუთვა დიბონდით და დაბრენდვა სტიკერებით. გაზგამშვები სისტემის მართვის კარადის დაბრენდვა. ავტომობილის ზომა: სიგრძე 10.50. სიგანე 2.47. ბორტის სიმაღლე 0.31.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • არსებული სიტუაციის ფოტო მასალა;
  • შალანდების რენდერები;
  • შალანდების ადგილმდებარეობა;
  • შალანდების ზომები.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ფასები ჩაშლილი უნდა იყოს სადგურების მიხედვით;
  • ინფორმაცია ანალოგიური/მსგავსი გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე:ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • ტექნიკური საკითხების განსახილველად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 14 სექტემბერი, 12:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები