
17 მარტი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT428 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ბანკი „რესპუბლიკა“ სოსიეტე-ჟენერალი აცხადებეს ტენდერს ბანკი ,,რესპუბლიკას“ საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე.
სატენდერო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ განაცხადზე თანდართულ ფაილში.
განფასება
- ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ–ის ჩათვლით, მეასედებამდე დამრგვალებით;
- შერჩევის მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2 დღეში ბანკის მოთხოვნის შესაბამისად შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები.
შეფასების კრიტერიუმები
- შემოთავაზებული ფასი/ღირებულება;
- შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი;
- მოწოდების ვადა;
- კომპანიის პროფილი.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
კომპანიების მიერ შემოთავაზება ბანკ რესპუბლიკას ეგზავნება შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, გრ. აბაშიძის #2, ტელ: 290 90 90 (შიდა 1615)
თქვენი წინადადების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ასლი მოთავსებული უნდა იყოს ორ დალუქულ კონვერტში და თან უნდა ახლდეს წინადადების ელექტრონული ვერსია (CD-ROM/Flash).
ამობეჭდილი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- განფასების ცხრილი #3 მუხლის მიხედვით;
- კომპანიის პროფილის სრულყოფილად შევსებულ და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ ფორმას (დანართი #1)
- კომპანიის უახლეს ამონაწერს ბიზნესის რეესტრიდან;
ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია ანგარიში გახსნას ბანკ „რესპუბლიკაში“, რომელზეც მოხდება შემდგომ ანგარიშწორების განხორციელება;