ჩაბარების ვადა:

27 სექტემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4308 - ტენდერი სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური მომსახურების ხელშეკრულება.

სასმელი წყლის საპროგნოზო რაოდენობა და ფილიალების ჩამონათვალი მოცემულია თანდართულ ფაილად. (იხ. დანართი N1)

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ცხრილი (იხ. თადართული ფაილი), კომპანიის ბლანკზე დაბეჭდილი, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობები მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებში:

  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაამონტაჟოს და დროებით სარგებლობაში (უფასოდ) გადასცეს შემსყიდველს საჭირო რაოდენობის წყლის ჩამოსასხმელი აპარატი (დისპენსერი), რომელსაც უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი მოწოდების ფუნქცია (ცივი და ცხელი) და მაცივრის სექცია. აპარატი თავსებადი უნდა იყოს შემოთავაზებული სასმელი წყლის ბალონებთან;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ დამონტაჟებული აპარატის (დისპენსერების) გამართული მუშაობა.
  • შესყიდვის ობიექტის რაოდენობა არის სავარაუდო (შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება უზრუნველყოს რაოდენობის სრულად ათვისება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში);
  • წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს სასმელი წყლისათვის განსაზღვრულ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ნორმებს, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული წყლის ხარისხის/შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ლაბორატორიული დასკვნა;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიწოდების ადგილი, მისამართები ასევე დისპენსერების, წყლის და პლასტიკის ჭიქების რაოდენობა იხილეთ დანართ N1-ში;
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დანართი N1-ში მითითებულ მისამართებზე.
  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი სამეურნეო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 27 სექტემბერი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს,
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge 
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2060). მობ: 595110174

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს,
ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge  ,
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 41100000 ბუნებრივი წყალი