ჩაბარების ვადა:

3 ოქტომბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4322 - ტენდერი Learning.bog.ge მხარდაჭერაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს Learning.bog.ge მხარდაჭერაზე.

მომსახურების საგანი
სს საქართველოს ბანკის სწავლების მართვის პლატფორმა წარმოადგენს მუდლის ბაზაზე შექმნილ სისტემას, რომელიც განთავსებულია შიდა სერვერზე. აღნიშნული სისტემის მხარდაჭერისათვის ცხადდება ტენდერი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ამ სისტემის გამართული ფუქნციონირების მხარდაჭერა და ფუნქციონალის განვითარება ბანკის საჭირობების და მოთხოვნების გათვალისწინებით.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ტიპის მომსახურების გაწევა (ძირითადი და სატესტო გარემოსათვის):

  • სისტემის ვერსიის განახლება;
  • სისტემის (აპლიკაციის/ბაზის) კოპირება სხვა დომეინზე;
  • სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ფუნქციონალის განვითარების მოთხოვნების შესაბამისი გადაწყვეტის უზრუნველყოფა
  • სისტემის ინტერფესის (Skin/Template) ცვლილება/განვითარება;
  • Moodle-ის ბანკის შიდა სისტემებთან ინტეგრაციის უზრუნველყოფა
  • სისტემის ფუქნციონირებისას წარმოშობილი ხარვეზის მოგვარება და აღნიშნულ ხარვეზებზე ყოველთვიური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
    - ხარვეზის შეტყობინების დრო;
    - ხარვეზის აღწერა;
    - ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობის დაწყების დრო;
    - ხარვეზის გამოსწორების დრო;
    - ხარვეზის მოსაგვარებლად გადაწყვეტის აღწერა;
    - ხარვეზის გამომწვევი მიზეზი;
  • შესრულებული სამუშაოს დეტალური აღწერა / ანგარიში (a, b, c, d, e პუნქტებისათვის შესასრულებელი სამუშაოს ნაწილი)

მომსახურების გაწევის პერიოდულობა და სიხშირე დამოკიდებულია კონკრეტულ საჭიროებებზე. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდება მინ. 6 თვის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომსახურების უწყვეტობა.

მეორე პუნქტის f ქვეპუნქტზე რეაგირების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 სამუშაო საათს. სამუშაო საათებად განისაზღვრება ორშაბათი - შაბათი, 09:00 –
21:00. ჩამოთვლილი ყველა სხვა მოთხოვნისათვის გამოხმაურების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 1 სამუშაო დღეს.
გაწეული მომსახურების ანაზრაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტისა და წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე.

ტენდერში მონაწილე კომპანიის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • #2 პუნქტში განსაზღვრული მომსახურების დეტალური განფასება შემდეგი ფორმატით:
    - პროექტის სრული ღირებულება და ხანგრძლივობა a და b ქვეპუნქტებისათვის;
    - საათობრივი ანაზღაურება (კაც/დღე) ყველა დანარჩენი ქვეპუქნტისათვის;

კრიტერიუმის წონა: 25%

#2 პუნქტში ჩამოთვლილი მომსახურების გაწევის კონცეფცია და პროცესის ტექნიკური იმპლემენტაციის პრეზენტაცია (project charter სტრუქტურის დოკუმენტი, რაც წარმოადგენს როგორც პროექტების, ასევე ხარვეზების მართვის Framework-ს). აღნიშნული დოკუმენტის Scope სასურველია მოიცავდეს:

  • კომუნიკაციის არხები და ფორმატი
  • ბანკის მხრიდან საჭირო ჩართულობა
  • პროექტის გუნდის ორგანიზაცია
  • პროექტის გეგმა/ეტაპები
  • ძირითადი პასუხისგებლობების მატრიცა
  • პროექტის ბიუჯეტირების სტრუქტურა
  • ცვლილებების მართვა
  • გადაწყვეტის ჩაბარების პროცესი კრიტერიუმის წონა: 45%

#2 პუნქტში განსაზღვრული მომსახურების გაწევის გამოცდილება სხვა კომპანიებისათვის და აღნიშნული კომპანიების კმაყოფილების დადასტურება/რეკომენდაციები. დანერგილი სისტემის წარმოდგენის შესაძლებლობა ჩაითვლება უპირატესობად, მხოლოდ კომპანიის რეკომენდაციასთან მიმართებაში. დანერგილი სისტემა შეიძლება იყოს არა მხოლოდ Moodle, თუმცა უპირატესობა მიენიჭება Moodle-ს.

კრიტერიუმის წონა: 30%

საკონტაქტო პირი:
თათია ჟღენტი
HC ტექნიკური პლატფორმების სამსახურის უფროსი
tzhgenti@bog.ge
+995599514101

სრულყოფილი განაცხადის წარმოდგების ბოლო ვადაა: 2018 წლის 3 ოქტომბერი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 3 ოქტომბერი 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=937&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები