
30 მარტი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT433 - ტენდერი ბრენდირებული სტაციონალური კალმების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბრენდირებული სტაციონალური კალმების შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- სტაციონალური კალმის ნიმუში;
- ანგარიშსწორების პირობები;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური პირობები:
დასახელება | რაოდენობა (ცალი) | ფერი | ერთეულის ფასი |
ბრენდირებული სტაციონალური კალამი | 30,000 | წითელი - თეთრით | |
ჯამური ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) |
კალმები, მომწოდებელის მიერ უნდა დაიბრენდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 მარტი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ბრენდირებული სტაციონალური კალმების შესყიდვაზე).
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
თამუნა მუჯირი
ტელ: 599 56 54 10
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge