
31 მარტი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT436 - ტენდერი პოლიგრაფიული მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ბანკი „რესპუბლიკა“ სოსიეტე-ჟენერალი აცხადებეს ტენდერს ბანკი ,,რესპუბლიკას“ პოლიგრაფიული (ბეჭდვითი) მომსახურების შესყიდვაზე.
სატენდერო პროცესთან დაკავშრებული ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ განაცხადზე თანდართულ ფაილებში.
განფასება
დანართი#1 და დანართი#2-ის შესაბამისად
- ფასები მოცემული უნდა იყოს ლარებში დღგ–ის ჩათვლით
- მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს აგრეთვე დამატებითი სერვისების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ნიმუში
- სატენდერო პროცესის II ეტაპზე გადასული კომპანიები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ნიმუშების სახით დაბეჭდილი ბანკი რესბუბლიკას მარკეტინგული მასალები რომლებიც გადაეგზავნებათ მათ ბანკის მიერ სატენდერო პროცესის I ეტაპის დასრულების შემდგომ;
შეფასების კრიტერიუმები
- გამოცდილება;
- ღირებულება;
- მოწოდების ვადა;
- ხარისხი;
- დამატებითი სერვისები.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
თქვენი წინადადების ხელმოწერილი ასლი მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში და თან უნდა ახლდეს წინადადების ელექტრონული ვერსია (CD-ROM/Flesh). წინადადება უნდა გამოგზავნოთ ფოსტით, არაუგვიანეს 31/03/2015/17:00.
გარეთა კონვერტზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი:
“ბანკი რესპუბლიკა“
ნინო ცქვიტაია
შესყიდვების განყოფილება
ქ.თბილისი, გრ. აბაშიძის #2. 0179
ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია ანგარიში გახსნას ბანკ რესპუბლიკაში, რომელზეც მოხდება შემდგომ ანგარიშწორების განხორციელება;