ჩაბარების ვადა:

17 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T4393 - ტენდერი N135 - საბურავების შესყიდვის შესახებ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:

კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს ავტომანქანის საბურავების შესყიდვის შესახებ და იწვევს დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტია:

  • ავტომანქანის საბურავების შესყიდვა თანმდევი მომსახურებით - კრედო ბანკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისთვის, რომელიც განაწილებულია თბილისსა და რეგიონებში.

შესყიდვის დეტალები:

  • შესყიდვის საჭიროების დადგომის დროს, კრედო ბანკის წარმომადგენელი გამარჯვებულ კომპანიასთან აგზავნის დეტალურ მოთხოვნას საბურავის შესყიდვის შესახებ მეილის საშუალებით;
  • გამარჯვებული კომპანია ახდენს მოთხოვნის დასტურს და მომსახურების გაწევას შეთანხმებულ რეგიონსა და ვადებში;
  • კრედო ბანკი გამარჯვებული კომპანიისგან განახორციელებს დანართ №1-ში წარმოდგენილი სხვადასხვა სპეციფიკაციის საბურავების შესყიდვას თანმდევი მომსახურებით 1 წლის განმავლობაში;
  • კრედო ბანკი ახორციელებს ზამთარი/ზაფხულის სეზონების საბურავების შესყიდვას; კომპანია არ გეგმავს მეორადი, ასევე ‘all season’-ის საბურავების შესყიდვას, ამიტომ ასეთ საბურავებზე შემოთავაზებები ამ ეტაპზე არ განიხილება;
  • მოცემული ტენდერის ფარგლებში, კრედო ბანკს უკვე დაგეგმილი აქვს ზამთრის საბურავების პირველადი შესასყიდი რაოდენობა; შესასყიდი საბურავების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
N ზამთრის საბურავის ზომა ერთეული ცალი რეგიონი/ქალაქი
1 175/65/R14 4 თბილისი
2 175/70/R14  4 წნორი
3 185/65/R14 6 ქედა/ხაშური
4 185/70/R14 8 ჩხოროწყუ/ბოლნისი
5 185/65/R15 4 ჩოხატაური
6 195/65/R15 24 გორი/რუსთავი/სენაკი/ოზურგეთი/თეთრიწყარო/გურჯაანი
7 205/55/R16 12 დედოფლისწყარო/წალენჯიხა/თბილისი
8 205/60/R16 4 თბილისი, ნინოწმინდა
9 235/60/R16 4 თიანეთი
10 215/55/R17 4 თბილისი
ჯამი                                                                     78  


აუცილებელი მოთხოვნები

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1 - ხარჯთაღრიცხვის მიხედვით (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ);
    - აუცილებელია მოგვაწოდოთ ხარჯთაღრიცხვის დანართი, ასევე excel-ის ფაილითაც;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა დანართში უნდა მიუთითონ საბურავის ბრენდი, მწარმოებელი ქვეყანა, გამოშვების წელი და საგარანტიო ვადები;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა აიღოს ვალდებულება ქარხნული წუნით მოწოდებულ საბურავზე და შეცვალოს წუნიანი საბურავი ახალი, იგივე ტიპის საბურავით ან აანაზღაუროს აღნიშნულ საბურავში გადახდილი თანხა 5 სამუშაო დღის ვადაში.

შენიშვნა:
პრეტენდენტ კომპანია არ არის შეზღუდული მითითებულ ზომებზე შემოგვთავაზოს საბურავების 4-ზე მეტი მოდელი/ვარიანტი, შესაბამისად შესაძლებელია ხარჯთაღრიცხვის დანართი №1-ის რედაქტირება დამატებითი სტრიქონის შექმნით.

ანგარიშსწორების პირობები

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • მომსახურების ხარისხი
  • მოწოდების ვადები
  • გამოცდილება (სასურველია მომწოდებელს ჰქონდეს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ საქმიანობაში)

მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 17 ოქტომბრის 18:00 საათი.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ http://www.tenders.geზე განთავსებული შეკითხვების მოდული, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია ინფორმაციას.

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 ოქტომბერი 2018 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა