
ჩაბარების ვადა:
1 აპრილი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT447 - ტენდერი დერივაციული გვირაბის გაფართოებასა და გამაგრებაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. თანდართულ დოკუმენტს დაემატა ახალი ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე მტკვარი ჰესის დერივაციული გვირაბის განივი კვეთის გაფართოებაზე და წნევის გამათანაბრებელი რეზერვუარის გვირაბთან შემაერთებელი შახტის დროებითი გამაგრების მოწესრიგებაზე.
ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ
- სამუშაოს შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
- სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 10.04.2015
- ავანსის ოდენობა: არაუმეტეს სამუშაოების ღირებულების 10 პროცენტისა
- ობიექტზე ცხოვრების ხარჯები - განიხილება ობიექტზე, „მტკვარი ჰესი“-ს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების შესაძლებლობა შესაბამისი ანაზღაურებით.
- დამკვეთი უზრუნველყოფს ელექტრო და წყალმომარაგებას გვირაბის პორტალამდე. განიხილება დამკვეთის საკუთრებაში არსებული სავენტილაციო დანადგარების (კომპრესორი, ჰაერგამტარი მილები, ვენტილატორები) გამოყენების შესაძლებლობა შესაბამისი ანაზღაურებით.
- ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია:
ა. ტექნიკური დავალება;
ბ. სს „უკრჰიდროპროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტი:
1490-27-99 –TX
1490-27-207-TX
1490-27-210-TX.
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
- რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ;
- ინფორმაცია კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ;
- ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
- სამუშაოების შემსრულებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ჩამონათვალი თანამდებობების მიხედვით. მათი შრომითი გამოცდილება ანალოგიური სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით და ობიექტების მითითებით;
- შესასრულებელი სამუშაოს დეტალური განფასება და ხარჯთაღრიცხვა;
- სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი;
- ჩასატარებელი სამუშაოების შესრულების დეტალური მეთოდოლოგია შემდეგი ინფორმაციის გათვალისწინებით;
a) ქანების დამუშავების, დატვირთვის და ნაყარში ტრანსპორტირების ტექნოლოგია;
b) ანკერებისთვის მოწყობის ტექნოლოგია. ბურღვის მეთოდი;
c) ანკერების მონტაჟის და მისი გამოცდის ტექნოლოგია;
d) გვირაბის შიგა ზედაპირზე ლითონის ბადის მონტაჟის ტექნოლოგია;
e) გვირაბის შიგა ზედაპირზე ნაშხეფ-ბეტონის მოწყობის ტექნოლოგია;
f) შახტის კვეთში მუშაობისათვის:
- ამწის ტიპის შერჩევა და მუშაობის ტექნოლოგია;
- მუშა ბაქნის გამოყენების ტექნოლოგია;
- ქანების დამუშავების, დატვირთვის და ნაყარში ტრანსპორტირების ტექნოლოგია;
- შახტაში ანკერების მოწყობის ტექნოლოგია. ბურღვის მეთოდი;
- შახტის შიდა ზედაპირზე ნაშხეფ-ბეტონის მოწყობის ტექნოლოგია;
g) ნაშხეფ-ბეტონის ნარევისათვის გამოსაყენებელი მასალების ფრაქციები, ნარევის დამზადების და ტრანსპორტირების მეთოდი და ტექნოლოგია;
h) ნაშხეფ-ბეტონის ნარევის სისქის კონტროლის და ლაბორატორიული გამოცდის მეთოდი;
i) სამუშაოთა წარმოების პროცესში უსაფრთხოების დაცვის საშუალებები;
j) სამუშაოთა წარმოების გრაფიკი ტექნოლოგიური ციკლების გათვალისწინებით;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 01 აპრილის 18:00.
ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილ ან ფოსტის საშუალებით გადაგზავნილ უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.
საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; + 995 32 291 69 49