ჩაბარების ვადა:

15 იანვარი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4692 - ფასთა კოტირება სათესლე კარტოფილის მომწოდებლის შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

"კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი" აცხადებს ფასთა კოტირებას სათესლე კარტოფილის მომწოდებლის შესარჩევად.

რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი კავკასიაში (RECC) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, დაარსებული 1999 წელს აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს ხელისუფლებების და ევრო კავშირის მიერ. რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისათვის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტი ხელშეწყობა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.rec-caucasus.org

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი მუშაობს გარემოსდაცვითი საკითხების სფეროში, კერძოდ:

  • ბიომრავალფეროვნება და ხე-ტყე;
  • სუფთა ენერგია;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;
  • წყალი;
  • ნიადაგის დეგრადაცია;
  • ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება;
  • მწვანე ეკონომიკა;
  • კლიმატის ცვლილება;
  • ნარჩენების მართვა;

ამჟამად, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აღასრულებს პროექტს „მიწისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა მიწის დეგრადაციის რისკის შესამცირებლად და მცირე მოწყვლადი მეურნეობების ეკონომიკური მდგომარების გასაძლიერებლად“ (2018-2019), რომელიც ხორციელდება ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის - სი-თი-სი-ს მიერ. „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ „ეკო-გრანტების“ პროგრამის ფარგლებში აცხადებს ფასთა კოტირებას სათესლე კარტოფილის მომწოდებლის შესარჩევად.

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა /ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • „ჯელის“, “არნოვას“ და „მარფონას“ ჯიშის (E) კლასის სათესლე კარტოფილის ერთი კილოგრამის ფასი დღგ-ს ჩათვლით(შერჩეული იქნება ფასის მიხედვით) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთში ტრანსპორტირების ღირებულების ჩათვლით. სათესლე კარტოფილის ფრაქცია უნდა იყოს 35-55მმ შუალედში. ჯამურად მოთხოვნილი რაოდენობა შეადგენს 8 000 კგ; მოწოდების თარიღი 25 მარტი,2019
  • სათესლე კარტოფილის წარმოშობის და ხარისხის სერტიფიკატი;
  • გადახდა მოხდება საქონლის მოწოდებისთანავე. ავანსი შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ თანხის მოცულობაზე, რომელზეც გამარჯვებული კომპანია/პირი წარმოადგენს საბანკო გარანტიას;
  • ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელის რეესტრიდან/პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით და ჩადებული დალუქულ ხელმოწერილ კონვერტში. აუცილებელია ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული და PDF ფორმატში დასკანერებული შემოთავაზების გამოგზავნა ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2019 წლის 15 იანვარი 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ოფისში, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13(ყოფილი არაყიშვილი პირველი ჩიხი 13) თბილისი, საქართველო.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე.

Keti Esakia
Project Manager
REC Caucasus
Office: +995 32 2 25 07 75
Mobile: +995 5 77 99 22 43
Email: keti.esakia@rec-caucasus.org

Ilia Mchedlidze
Project Expert/Agronomist
REC Caucasus
Mobile: +995 5 99 55 87 94
Email: imchedlidze@hotmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები
  • 03200000 ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული

დოკუმენტაცია