ჩაბარების ვადა:

31 იანვარი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4737 - ტენდერი ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადებაზე.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ტექნიკური დავალების მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის მიზანია დაეხმაროს მუნიციპალიტეტის წარმოჩენას ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 

ტექნიკური დავალების აღწერა

  • კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ჯგუფთან და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება რელევანტურ მხარეთა ჩართულობის გზით;
  • სტრატეგია უნდა იყოს ცოცხალი დოკუმენტი, რომლის გადახედვაც კონტრაქტორის რეკომენდაციით გათვალისწინებულ შესაბამის ვადებში მოხდება;
  • კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს დამკვეთისთვის სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა, თუ სემინარების ჩატარება.

საქმიანობის პერიოდი: 2019 წლის თებერვალი-მარტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომუნიკაციების სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საკომუნიკაციო სტრატეგიების მომზადების გამოცდილება;
  • სტრატეგიის საფუძველზე, კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის მომზადების გამოცდილება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ტელეკონფერენციებში ჩართვის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტში გამგზავრების შესაძლებლობა დამკვეთ გუნდთან ერთად. 

ტენდერში მონაწილეობა:

  • აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომპანიის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტა;
  • კომპანიიდან პროექტზე პასუხისმგებელი პირის CV;
  • ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის თქვენეული ხედვა და შემუშავების ეტაპების მიმოხილვა;
  • კომპანიის მიერ წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები; ე.წ. პორთფოლიო;
  • წარმატებული საკომუნიკაციო სტრატეგიის საერთაშორისო და/ან ადგილობრივი გამოცდილების შესახებ ლინკებისა და/ან ინფორმაციის წარმოდგენა;
  • წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტებიდან ორი რელევანტური რეკომენდატორი ორგანიზაციის/კომპანიის საკონტაქტო ნომერი;
  • მომსახურების საფასური (დეტალურად ჩაშლილი კომპანიის შესაბამისი სერვისების მითითებით) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
  • სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება უკვე გამარჯვებულ კომპანიას).

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

  • გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) დოკუმენტად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე davlianidze@cenn.org არაუგვიანეს 2019 წლის 31 იანვრის 17:00 საათამდე;
  • გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Communication Strategy Tender/KedaLEADER

შეფასების კრიტერიუმები:

  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების ხედვა და ეტაპების მიმოხილვითი ნაწილის რელევანტურობა პროექტისათვის;
  • სერვისის ფასი;
  • შეკვეთის შესრულებისათვის საჭირო დრო;
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები.

პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (+995 558 65 56 28 - ნატალია დავლიანიძე).

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას.

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები