ჩაბარების ვადა:

8 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4739 - ტენდერი კურიერის მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს კურიერის მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

  • წერილებისა და ამანათების გადატანა თბილისის მასშტაბით;
  • წერილებისა და ამანათების გადატანა საქართველოს რეგიონების მასშტაბით;
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
  • საქართველოს რეგიონების დაფარვის არეალს (სავალდებულო);
  • საქართველოს რეგიონებში წერილებისა და ამანათების მიწოდების გრაფიკს, ვადებს (სავალდებულო);
  • მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List - დღგ-ს ჩათვლით, სავალდებულო);
  • 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი;
  • დაფარვის არეალი; 
  • განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება)

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 8 თებერვლის ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

ტენდერის კატეგორია:

  • 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები