ჩაბარების ვადა:

19 მარტი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5009 - ტენდერი სატრენინგო და სხვა მასალის ბეჭდვისა და აკინძვის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სატრენინგო და სხვა მასალის ბეჭდვისა და აკინძვის მომსახურების შესყიდვაზე

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ბეჭდვითი მომსახურების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

საორიენტაციო ღირებულება:

  • შესასრულებელი სამუშაოების ჯამური საორიენტაციო ღირებულება: 20,000

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში;
  • შემოთავაზებული ძირითადი მასალები სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ საპროექტო დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2017 – 31/12/2018 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;

დამატებითი ინფორმაცია:

  • საქართველოს ბანკი თანამშრომლებისათვის პერიოდულად ატარებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც აუცილებელია, რომ ყველა მონაწილეს ჰქონდეს დაბეჭდილი და აკინძული სატრენინგო დოკუმენტაცია - სახელმძღვანელოს სახით.
  • გამარჯვებულ ორგანიზაციას ბანკის წარმომადგენელი ტრენინგის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიაწვდის სატრენინგო მასალის ელ. ვერსიას, ჯამურ რაოდენობას და აკინძვის დახასიათებას.
  • დაბეჭდილი დოკუმენტაციის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ბანკი.
  • თუ დახასიათება არ მოითხოვს აკინძვას, საჭიროების შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებული იქნება დაბეჭდილი გვერდები დაამაგროს სტეპლერით - უსასყიდლოდ.
  • ბეჭდვაში სტანდარტულად იგულისხმება 1 ფურცელზე ორმხრივი ბეჭდვა - შესაბამისად ფასები მოთხოვნილია გვერდების რაოდენობის მიხედვით.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, რომ პრეტენდენტმა დანართი 3 - ში მოცემული სამაგალითო დოკუმენტი დაბეჭდოს 2 ეგზემპლარად - შავ-თეთრი და ფერადი; აკინძოს მეტალის ზამბარით; დაასათაუროს და ნიმუშის სახით დატოვოს საქართველოს ბანკის სათავო ოფისის მიმღებში, გაგარინის 29ა - გია გოგიბერიძის სახელზე.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 19 მარტი, 18:00 სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გია გოგიბერიძე
ტელ: +995 593 340 540
ელ. ფოსტა g.gogiberidze@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები