ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5033 - ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“არის კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული მრავალპროფილური საავადმყოფო საქართველოში, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს. კომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. ქართულ–ჰოლანდიურ ჰოსპიტალს სათავეში უდგას გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საერთაშორისო გამოცდილების და პროფესიონალი ექიმებისაგან შემდგარი გუნდი.

შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ აცხადებს ტენდერს სამედიცინო ინვენტარის შეძენაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები;
  • სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილი);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მოწოდების პირობები;
  • საგარანტიო  პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულფაილში);

გთხოვთ საბუთებთან ერთად ასევე გამოაგზავნოთ  CD დისკზე ჩაწერილი შევსებული სპეციფიკაცია  

*** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);  

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ტენდერში შემოტანილი ვადების, პირობების და მომსახურების შესაბამისად.  

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მუხიანის დასახლება, გობრონიძის №27.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 25 მარტი 2019 წ. (18:00- მდე)  

ტექნიკურ/ტენდერის  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:  
ნოდარ გიორგაძე
ზოგადი ქირურგიისა და პროქტოლოგიის განყოფილების უფროსი
შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“
გობრონიძის 27, თბილისი 0112
ტელ: (+995) 593 72 02 61
E-mail: giorgadze.nodari@inbox.ru  

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:  
მამუკა ტაბიძეს
შესყიდვების განყოფილების უფროსი
შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“
გობრონიძის 27, თბილისი 0112
ტელ.: (+995) 599 53 74 18 
E-mail: procurement@gedh.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები