ჩაბარების ვადა:

28 მარტი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T5039 - ტენდერი კალოვას გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს კალოვას გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #20/03/2019-GIEC-S/0444

მომსახურების აღწერა:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული ბჟუჟა ჰესის სადაწნეო აუზთან მიმავალი საექსპლუატაციო გზის აღდგენის დეტალური საინჟინრო პროექტის შემუშავება.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • საპროექტო დავალება.
  • გენგეგმა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციულ-ტექნიკური წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ; ინფორმაცია პროექტში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა tchichua@gig.ge; 591 93 10 10.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: დიმიტრი ემუხვარი საკონტაქტო ნომერი: 577 35 07 03 .

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 28.03.2019, 12:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები